თავში

საქართველომ აზერბაიჯანისგან წელს 463 მლნ. კლვტ/სთ დენი იყიდა

საქართველომ აზერბაიჯანისგან წელს 463 მლნ. კლვტ/სთ დენი იყიდა
საქართველომ აზერბაიჯანისგან წელს 463 მლნ. კლვტ/სთ დენი იყიდა

2021 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93%-ით გაიზარდა და 1.43 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. საქართველოს დენის სამთვიანი იმპორტი 31,68 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა.  2021 წლის პირველ კვარტალში საქართველომ აზერბაიჯანისგან 463 მლნ. კლვტ/სთ დენი იყიდა. ქვეყანამ მიმდინარე წელს ყველაზე მეტი ელექტროენერგია რუსეთიდან მიიღო, რაც 863 მილიონ კილოვატს შეადგენდა, აქედან 750 მილიონი კილოვატ საათი აფხაზეთის მომარაგებისთვის მიიმართა. თურქეთიდან დენის იმპორტი კი 111 მილიონი კილოვატ საათს გაუტოლდა. 

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ისიც ირკვევა, რომ 2021 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 41% იმპორტირებული იყო. ესკო იმპორტის ასეთ ზრდას "ენგურჰესის" სარეაბილიტაციოდ გაჩერებას უკავშირებს.  რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, ის 3.3%-ით გაიზარდა და 3.47 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. 

შეგახსენებთ, საქართველო წლიურად ელექტროენერგიის იმპორტზე დაახლოებით 12%-ითაა დამოკიდებული., ხოლო ზამთრის პერიოდში, როდესაც მდინარეებში წყლის მოდინება მცირეა, იმპორტდამოკიდებულება 70%-მდეც კი იზრდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტისთვის საქართველოდან 300 მლნ აშშ დოლარზე მეტი გავიდა. ქვეყანას დენის ოთხწლიანი იმპორტი 285 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა.

საქართველო ელექტროენერგიას რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან ყიდულობს.

2021 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ აზერბაიჯანში 8,6 მლნ კვტ / სთ ელექტროენერგია გაყიდა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანმა 404 მლნ კვტ / სთ ელექტროენერგია დააექსპორტა, რომლის ღირებულებაა 16.1 მლნ აშშ დოლარი. ორი თვის განმავლობაში, აზერბაიჯანის მიერ ექსპორტირებულ თითოეულ კილოვატ ელექტროენერგიაზე ფასმა შეადგინა 0,04 აშშ დოლარი ანუ 0,07 აზერბაიჯანული მანათი. ყოველწლიური შედარებისას,მონაცემი 13% -ითაა შემცირებული. აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის გაიაფებაზე იუწყება კომპანია „ელგრინიც,“ რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოში დენის იმპორტითაა დაკავებული.

2020 წელს საქართველომ ყველაზე მეტი დენი აზერბაიჯანისგან იყიდა. ამ ქვეყნიდან საქართველომ 726 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, რაც მთლიანი იმპორტის 45%-ს უტოლდება. კილოვატ საათი თურქული ელექტროენერგიის იმპორტში საქართველომ შარშან 3 ცენტი გადაიხადა. ამ ქვეყნიდან საქართველომ შარშან ჯამში 313,100,000 კილოვატ საათი ელექტროენერგია იყიდა, რაც ჯამში 13,564,140 აშშ დოლარი დაჯდა. შარშან საქართველომ რუსეთისგან ერთი კილოვატი ელექტროენერგია 3 ცენტად შეიძინა. ქვეყანამ გასულ წელს ჩრდილო მეზობლისგან ჯამში 570,600,000 კილოვატ საათი დენი იყიდა, რაშიც 14,553,200 დოლარი გადაიხადა.

ცნობისთვის, ელექტროენერგიის იმპორტის წყროების დივერსიფიკაციაზე საქართველო წლების განმავლობაში მუშაობდა. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ახლა საქართველო ბევრად უფრო ენერგოდამოუკიდებელია, ვიდრე 2012 წელს, როცა 90% ქვეყნის ელექტროენერგიის იმპორტის მოდიოდა რუსეთზე და დენი საქართველოში “ინტერ რაოს” შემოჰქონდა. ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ ეს "ქართული ოცნების" მთავრობამ შეცვალა და უკვე შარშან საქართველოში დენის იმპორტის მთავარი წყარო აზერბაიჯანი გახდა. საქართველოს ყოფილი პრემიერმინიტრი, ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ამჟამად საერთაშორისო კომპანია “ელ გრინში” აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტსა და აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს კურირებს, აცხადებს, რომ უსაფუძვლოა ეჭვები, თითქოს აზერბაიჯანიდან დენის იმპორტში კორუფციული სქემა მუშაობს.

რატომ ანიჭებს უპირატესობას საქართველო აზერბაიჯანულ დენს, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system