თავში

საქართველომ აზერბაიჯანში 1, 244. 09 ათასი დოლარის ღირებულების მანდარინი გაყიდა

საქართველომ აზერბაიჯანში 1, 244. 09 ათასი დოლარის ღირებულების
საქართველომ აზერბაიჯანში 1, 244. 09 ათასი დოლარის ღირებულების მანდარინი გაყიდა

2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 39.3 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რაც რეკორდულია უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 19.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 7.9 ათასი ტონით (25%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.8 მლნ აშშ დოლარით (17%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (22.6 ათასი ტონა), სომხეთსა (8.9 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში.

საქართველომ აზერბაიჯანში 1, 244. 09 ათასი დოლარის ღირებულების მანდარინი გაყიდა. 080520 სასაქონლო-საბაჟო კოდით საქართველოდან აზერბაიჯანში 2021 წლის იანვარში გატანილია 1,102.80 ათასი დოლარის 3,927.83 ტონა  ახალი ან ხმელი მანდარინი ტანჟერინების, სატსუმის ჩათვლით, კლემენტინების, ვილკინგებისა და ციტრუსების ანალოგიური ჰიბრიდების ჩათვლით, ხოლო დროის ამავე მონაკვეტში საქართველომ 080521 სასაქონლო-საბაჟო კოდით აზერბაიჯანში დააექსპორტა  141.29 ათასი დოლარის 337.58 ტონა ახალი ან ხმელი მანდარინი, გარდა კლემენტინებისა.

წლიურ ჭრილში  გაზრდილია 080521 კოდით ექსპორტირებული ახალი ან ხმელი მანდარინის ექსპორტი. 2020 წლის იანვარში აზერბაიჯანში საქართველოდან გავდა 2.16 ათასი დოლარის 10.80 ტონა ახალი ან ხმელი მანდარინი (ტანჟერინების და სატსუმის ჩათვლით) გარდა კლემენტინებისა.

2020 წელს აზერბაჯანში საქართველომ 109.23 ტონა მანდარინი დააექსპორტა, რაც ფულად გამოსახულებაში 39.24 ათას დოლარს უტოლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system