თავში

საქართველომ აზერბაიჯანში ექსპორტზე 567 ტონა ატამი და ვაშლატამა გაიტანა

საქართველომ აზერბაიჯანში ექსპორტზე 567 ტონა ატამი
საქართველომ აზერბაიჯანში ექსპორტზე  567 ტონა ატამი და ვაშლატამა გაიტანა

საქართველომ წელს ექსპორტზე აზერბაიჯანში 567 ტონა ატამი და ვაშლატამა გაიტანა. ექსპორტის ამ მაჩვენებლით ატმის უმსხვილესი საექსპორტი ბაზრების ნუსხაში მესამე ადგილს იჭერს რუსეთისა და სომხეთის შემდეგ.

ცნობისთვის, ბოლო ერთ კვირაში ვაშლისა და ვაშლატამის ექსპორტის მაჩვენებლები გაზრდილია რუსეთსა და სომხეთში, სხვა ქვეყნების შემთხვევაში, მაჩვენებლები უცვლელია.

ქართული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია:

რუსეთის ფედერაცია (16,271,1 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (7,467,1 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (567 ტონა), ყაზახეთი (112,9 ტონა), უკრაინა (111,5 ტონა), პოლონეთი (111,5 ტონა), მოლდოვა (89,6 ტონა), სლოვენია (57,3 ტონა), სინგაპური (0,14 ტონა).

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 24,788 ტონა ატამი და ვაშლატამაა (ნექტარინი) ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 87% -ით აღემატება.

ექსპორტირებული ატმით და ვაშლატამით მიღებული შემოსავალი 68 %- ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 20,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system