თავში

საქართველომ აზერბაიჯანში წელს 1,064.48 ათასი დოლარის ლუდი და ალაო დააექსპორტა

საქართველომ აზერბაიჯანში წელს 1,064.48 ათასი დოლარის
საქართველომ აზერბაიჯანში წელს 1,064.48 ათასი დოლარის ლუდი და ალაო დააექსპორტა

2020 წლის 11 თვეში საქართველომ აზერბაიჯანში 2203 სასაქონლო კოდით 337.31 ლიტრი 320.28 ათასი დოლარის ლუდი დააექსპორტა. 2019 წელს კი ლუდის ექსპორტი აზერბაიჯანში ფულად გამოსახულებაში გაუტოლდა 389.27 ათას დოლარს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ლუდის ექსპორტი საქართველომ წელს აზერბაიჯანში მცირედით შეამცირა.

2020 წლის 11 თვეში 1901 სასაქონლო კოდით საქართველოდან აზერბაიჯანში გავიდა 744.20 ათასი დოლარის 56.96 ტონა ალაოს ექსტრაქტი, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია ლუდის დასამზადებლად. 2019 წელს კი საქართველომ მეზობელ ქვეყანაში ექსპორტზე გაყიდა 604.80 ათასი დოლარის 51.12 ტონა ალაოს ექსტრაქტი.

ცნობისთვის, ორივე პროდუქტის, ლუდისა და ალაოს აზერბაიჯანში ექსპორტით საქართველომ ჯამში წელს 1,064.48 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

2020 წლის განმავლობაში საქართველოდან ლუდის ექსპორტი გაიზარდა.

2020 წელს ყველაზე დიდი ოდენობით საქართველოდან ლუდი დაექსპორტდა ჩინეთში, რუსეთში, ისრაელში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

ამ ქვეყნების გარდა, ლუდი დაექსპორტდა ისეთ ბაზრებზე როგორიცაა: ავსტრია, ბელგია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჰონ-კონგი, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა, მალტა, მოლდოვა, ნიდერლანდი, პოლონეთი, სინგაპური, შვედეთი, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ, უზბეკეთი.

2020 წლის იანვარ-ნოემბერში 5 მლნ 61 500 ლიტრი ლუდის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4 მლნ 604 400 დოლარი შეადგინა, ამ პერიოდში ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა 30,3%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებულ ექსპორტზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system