თავში

საქართველომ აზერბაიჯანში წელს 643.1 ტონა რძის პროდუქტები გაყიდა

საქართველომ აზერბაიჯანში წელს 643.1 ტონა რძის პროდუქტები გაყიდა
საქართველომ აზერბაიჯანში წელს 643.1 ტონა რძის პროდუქტები გაყიდა

მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ აზერბაიჯანში გაიტანა 64 ტონა ნაღების კარაქი. 0405 სასაქონლო ნიშნით ექსორტი საავტომობილო გადაზიდვებმა შეასრულა და იანვრისა და ივნისი გარდა ყველა თვეში განხორციელდა. ნაღების კარაქის ექსპორტი ფულად გამოსახულებაში 3,840.0 დოლარს გაუტოლდა. 

დროის ამავე მონაკვეთში საქართველომ 0406 სასაქონლო ნიშნით დააექსპორტა 17.8 ათასი დოლარის ღირებულების 2.9 ტონა ყველი და ხაჭო. 

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში 0403 სასაქონლო ნიშნის ქვეშ გასაყიდად გავიდა 0.7 ათასი დოლარის 0.2 ტონა დო, კეფირი და იოგურტი.

ჯამში საქართველომ აზერბაიჯანში წელს 643.1 ტონა რძის პროდუქტები გაყიდა.

პროდუქტების ტრანზიტი მთლიანად საავტომობილო გზით განხორციელდა.

რაც შეეხება რძისა და ნაღების ექსპორტს, აზერბაიჯანში ამ პროდუქტის ექსპორტი 0402 სასაქონლო ნიშნით მიმდინარე წლის იანვარში განხორციელდა და ის რაოდენობრივად ტონაზე ნაკლები, ფულად გამოსახულებაში კი ათას დოლარზე ნაკლებია, რის გამოც საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე ასახული არ არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system