თავში

საქართველომ აზერბაიჯანში ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი 2-ჯერ გაზარდა

საქართველომ აზერბაიჯანში ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი 2-ჯერ გაზარდა
საქართველომ აზერბაიჯანში ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი 2-ჯერ გაზარდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან  აზერბაიჯანში 2,446 ტონა პირუტყვი იქნა ექსპორტირებული, რომლის ღირებულება 5,355 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  2.3 -ჯერ არის გაზრდილი.

2020 წლის იანვარ-ივნისში  საქართველომ აზერბაიჯანში 384.9 ტონა ცოცხალი პირუტყვი გაიტანა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვამ წლის პირველ ნახევარში  493.25 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.5 პროცენტით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აზერბაიჯანმა საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის, 7.9 პროცენტით მეოთზე ადგილი დაიკავა, თურქეთის, რუსეთისა და ჩინეთის შემდეგ.

წლის პირველ ნახევარში საქართველომ აზერბაიჯანში ექსპორტზე 244,3 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა, რაც 20,1 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამავდროულად, საქართველოში აზერბაიჯანული საქონლის იმპორტი 6,7 პროცენტით შემცირდა - 248,8 მილიონ დოლარამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system