თავში

საქართველომ დენი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან იყიდა

საქართველომ დენი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან იყიდა
საქართველომ დენი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან იყიდა

ელექტროენერგიის იმპორტი 2020 წლის პირველ ნახევარში წლიურად 26.5%- ითაა გაზრდილი, მოხმარების კლების მიუხედავად. 

2020 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა რუსეთიდან (ჯამური იმპორტის 47.1%) და აზერბაიჯანიდან (52.9%).

ამის შესახებ აღნიშნულია GALT&TAGGART-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში.

აქვე აღნიშნულია, რომ იმპორტის 94.6% პირველ კვარტალში განხორციელდა, როდესაც კორონავირუსის ზეგავლენა მცირედი იყო. შესაბამისად, 2020 წლის პირველი ნახევრის მონაცემებზე გავლენა იქონია პირველი კვარტლის 39.6%-იანმა ზრდამ. 

დოკუმენტის მიხედვით, პირველ კვარტალში ჯამური იმპორტის დაახლოებით მესამედი, ხოლო რუსეთიდან იმპორტის 70% მოხმარდა აფხაზეთის რეგიონის ელექტრომომარაგებას, რადგან ენგურის ენერგია არ იყო საკმარისი რეგიონის გაზრდილი მოხმარების დასაკმაყოფილებლად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system