თავში

საქართველომ ექსპორტირებული ხახვი თურქეთს დაუბრუნა

საქართველომ ექსპორტირებული ხახვი თურქეთს დაუბრუნა
საქართველომ ექსპორტირებული ხახვი თურქეთს დაუბრუნა

45 500 კილოგრამი ხახვი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ  ,,სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, 45 500 კილოგრამი ხახვით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა.

„საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, საქონლის მიმართ კონტროლის პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა, რომ აღნიშნული ტვირთი არ შეესაბამებოდა მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებს. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, ტვირთი, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system