თავში

საქართველომ ექსპორტზე 4.8 მლნ აშშ დოლარის ხურმა და კარალიოკი გაყიდა

საქართველომ ექსპორტზე 4.8 მლნ აშშ დოლარის ხურმა და კარალიოკი გაყიდა
საქართველომ ექსპორტზე 4.8 მლნ აშშ დოლარის ხურმა და კარალიოკი გაყიდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 9 088 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა. 

ექსპორტის ღირებულებამ 4.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 27%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება, 31%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. ამავე პერიოდში, 3%-ით გაიზარდა ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ფასი.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (4 004 ტონა), უკრაინასა (2 931 ტონა) და სომხეთში (2 009 ტონა), ასევე, ბელარუსში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system