თავში

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირებისთვის საჭირო ნაბიჯები შეათანხმა

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირებისთვის საჭირო ნაბიჯები შეათანხმა
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირებისთვის საჭირო ნაბიჯები შეათანხმა

მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-3 თემატური ჯგუფის - „ენერგეტიკა, გარემო, კლიმატი, ტრანსპორტი და სამოქალაქო დაცვა“ რიგით მე-6 სხდომა.

ევროკავშირის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს, კლიმატისა და სამოქალაქო დაცვის სფეროებში გაწეული ძალისხმევა და მიღწეული პროგრესი. ასევე, სხდომაზე განხილულ იქნა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ზემოაღნიშნულ სექტორებში, საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პროცესი და შეთანხმდა მომავალი ერთი წლის სამოქმედო ნაბიჯები.

შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი რიჩარდ ტიბელსი. შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს პროგრესის შეფასებას ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით.

ევროპული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ხოლო ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system