თავში

საქართველომ ისრაელიდან 173 ვაქცინირებული ტურისტი მიიღო

საქართველომ ისრაელიდან 173 ვაქცინირებული ტურისტი მიიღო
საქართველომ ისრაელიდან 173 ვაქცინირებული ტურისტი მიიღო

"ბათუმის განახლებულმა აეროპორტმა ისრაელიდან 173 ვაქცინირებული ტურისტი მიიღო. წლიურად კი ბათუმის აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდა და 1 200 000 მგზავრის მომსახურება შეეძლება," -  ამის შესახებ განცხადება საქართველოს აეროპორტების დირექტორმა თამარ არჩუაძემ ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის გახსნასთან დაკავშირებით გააკეთა. 

თამარ არჩუაძემ იმედი გამოთქვა, რომ ავიაკომპანიების რიცხვი ბათუმის აეროპორტში სულ უფრო მზარდი გახდება.

,,2007 წლიდან პანდემიამდე ბათუმის აეროპორტში ავიაკომპანიების რიცხვი 5 ჯერ გაიზარდა. ვიმედოვნებთ, რომ განახლებულ აეროპორტით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დაინტერესდება. რაც საშუალებას მოგვცემს აჭარის რეგიონს მეტი ტურისტი ეწვიოს," - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ბათუმის აეროპორტის განახლება 17 მლნ დოლარი დაჯდა. 17-მილიონიანი ინვესტიცია ბათუმის საერთასორისო აეროპორის მოდერნიზებაში კომპანია „ტავმა“ ჩადო. ბათუმში განახლებული აეროპორტი გუშინ გაიხსნა, რომლის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ განაპირობა. 2019 წელს მგზავრთა რაოდენობამ 600 000-ს გადააჭარბა. მშენებლობის პროცესში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდა. ახლა აეროპორტი 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს. პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა, როგორც მოფრენის, ისე - გაფრენის მხარეს. ახალი ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4000 მ2 -დან 8000 მ2-მდე გაიზრდა. გაფართოვდა „დუტი ფრის“ ზონა, „ბიზნეს ლაუნჯი“ და აეროპორტის მანქანების სადგომი. აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი კვების ობიექტები. აეროპორტს დაემატა. გაფრენის ზონაში 2 ავტობუსის გასასვლელი; მშენებლობის პროცესში 300-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული.

რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 44 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია. ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი. რაც შეეხება ვაქცინირებულ ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system