თავში

საქართველომ ხილის წარმოება გაზარდა

საქართველომ ხილის წარმოება გაზარდა
საქართველომ ხილის წარმოება გაზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მემცენარეობის 2020 წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ  2020 წელს ქვეყანაში წარმოებულია 101.9 ათასი ტონა თესლოვანი ხილი, რაც 93.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში წარმოებულია ასევე 63.2 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (წინა წელთან შედარებით 64.2 პროცენტით მეტი), 40.9 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (32.4 პროცენტით მეტი), 22.3 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (9.9 პროცენტით მეტი), 57.1 ათასი ტონა ციტრუსი (10.8 პროცენტით ნაკლები). 

2020 წელს წარმოებულია 318.9 ათასი ტონა ყურძენი, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system