
2021 წლის 7 თვეში სომხეთში, აზერბაიჯანსა და ისრაელში საქართველომ $600 ათასის ნაყინი (66.2 ტონა) გაყიდა. შესაბამისად, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ნაყინის ექსპორტი 18-ჯერ (1700%-ით) გაიზარდა.
რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველომ 610 ტონა ნაყინში $2.3 მილიონი გადაიხადა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით იმპორტი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა.
საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით თურქეთიდან ($718 ათასი), რუსეთიდან ($648.5 ათასი) და უკრაინიდან ($406 ათასი) იმპორტირებულ ნაყინს მოიხმარს.
წყარო: "ბიზნეს ფორმულა"