თავში

საქართველომ ყველის ექსპორტი უპრეცედენტოდ გაზარდა

საქართველომ ყველის ექსპორტი უპრეცედენტოდ გაზარდა
საქართველომ ყველის ექსპორტი უპრეცედენტოდ გაზარდა

ბიზნესგაერთიანების "მერძევეობა საქართველოში-ს" ცნობით, წელს ყველის ექსპორტი იმედისმომცემია - ის უპრეცენდენტოდ მაღალია, თუმცა მასშტაბები იმპორტთან შედარებით კვლავ ბევრად პატარაა.

ყველის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ივლისში. მან ნედლი რძის ექვივალენტში 131 ათასი ლიტრი შეადგინა, რაც თვიურ საშუალო ექსპორტს (2014-2020 წწ) 13-ჯერ აღემატება.

წელს მთლიანად, ანუ 7 თვეში, ყველის ექსპორტი, ნედლი რძის ექვივალენტში, ჯამში 235 ათას ლიტრს გაუტოლდა, რაც შარშანდელს 16%-ით აღემატება და რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 

ქართული ყველი ძირითადად ამერიკაში გავიდა.

ბიზნესგაერთიანების ინფორმაციით, ფხვნილის წილი იმპორტში იკლებს, მას სხვა მზა პროდუქცია ანაცვლებს.მათივე განმარტებით, ივლისში იმპორტირებული რძის პროდუქტის რაოდენობა წინა თვეებთან შედარებით შემცირდა. იმპროტის მასშტაბები ზედიზედ 3 თვეა იკლებს, თუმცა პირველი შვიდი თვის ჯამში, წელს იმპორტის რაოდენობა მაინც რეკორდულად მაღალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system