თავში

საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან საარბიტრაჟო დავა წააგო

საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან საარბიტრაჟო დავა წააგო
საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან საარბიტრაჟო დავა წააგო

საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან, Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, ქართულ მხარეს კომპანიისთვის $80 მილიონის გადახდა დაეკისრა.

Inter Rao ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დაეკისრა.

Inter Rao  თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია “თელასის” აქციათა 75%-ს, ასევე ჰოლანდიაში რეგისტრირებული შვილობილი კომპანიები, რომლებიც ქართულ ჰიდროელექტროსადგურებს "ხრამი-1"-სა და "ხრამი-2"-ს ფლობს.

საარბიტრაჟო დავა 2017 წლიდან მიმდინარეობს. მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან ზიანის ასანაზღაურებლად 125 მილიონი ლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვდნენ, რაც, სავარაუდოდ, ლარის გაუფასურებით იყო გამოწვეული.

კომპანიაში აცხადებდნენ, რომ საქართველოში მისი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფში უნდა ასახულიყო ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალიც. თუმცა, საქართველოს სატარიფო მეთოდოლოგია მსგავს ჩანაწერს არ ითვალისწინებს, რის გამოც შესაბამისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ გაასაჩივრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system