თავში

საქართველომ შესაძლოა მეწყერსაწინააღმდეგო მოწყობილობის წარმოება დაიწყოს

საქართველომ შესაძლოა მეწყერსაწინააღმდეგო მოწყობილობის წარმოება დაიწყოს
საქართველომ შესაძლოა მეწყერსაწინააღმდეგო მოწყობილობის წარმოება დაიწყოს

რუსთავში მდებარე ქარხანა AG Telekom-ში მეწყერსაწინააღმდეგო აპარატების წარმოებისთვის ემზადება. როგორც ქარხნის მენეჯმენტმა report.ge-ს განუცხადა, აპარატი ქართველი ინჟინრების მიერაა შექმნილი და დამკვეთებიც ისინი არიან. კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე AG Telekom-ში ჯერ არ გვისახელებენ  მათ ვინაობას, თუმცა გვეუბნებიან, რომ დღეს ბაზარზე ასეთი მოწყობილობის ანალოგი არსებობს, თუმცა, ახალ პროდუქტს მეტი საიმედოობის გარამტია ექნება. თუ პროექტი დამტკიცდა, მას მსოფლიო ბანკი დააფინანსებს, ხოლო AG Telekom-ი შემსრულებელი კომპანია იქნება. საქართველოში წარმოებული მეწყერსაწინააღმდეგო აპარატი საექსპორტოდ დამზადდება.

AG Telekom-ი  2016-2018 წლებში ქართულ ტელევიზორებს აწარმოებდა. 2018 წელს ქარხანამ ქართული ტელევიზორების გამოშვება შეაჩერა და ციფრული მაუწყებლობისთვის საჭირო რისივერების გამოშვებაზე გადავიდა. აქ დამზადებული რისივერები მთლიანად ექსპორტზე გადის. კომპანიამ კრიპტოვალუტების გამომუშავებაზეც მუშაობს. კომპანია ტელევიზორების წარმოების აღდგენასაც გეგმავს და AG Telekom-მი ბრენდული მაღაზიათა ქსელის დაფუძნებასაც არ გამორიცხავს. ამის გაკეთებას კომპანია მას შემდეგ გეგმავს, რაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system