თავში

საქართველომ Socar-ს დავალიანება გაუსტუმრა

​საქართველომ Socar-ს დავალიანება გაუსტუმრა
საქართველომ Socar-ს დავალიანება გაუსტუმრა

”საქართველოს SOCAR–ის ვალი ჰქონდა. ხელშეკრულების თანახმად, იგი უნდა დაბრუნებულიყო ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ ქვეყანამ ეს ვალი ერთბაშად დააბრუნა”, - ამის შესახებ "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი აზერბაიჯანულ მედიასთან განმარტავს. 

როგორც ირკვევა, აზერბაიჯანულ კომპანიასა და საქართველოს შორის ბუნებრივი გაზის შესასყიდი ფასის შემცირების შეთანხმებისას ნაბიჯები გადადგა როგორც Socar-მა, ასევე საქართველომაც. საქართველომ კომპანიას დავალიანება სრულად გაუსტუმრა, კომპანიამ კი საქართველოსთვის  სოციალური გაზის ტარიფი შეამცირა. 

კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ ძველი ფასი მაღალი იყო და არ ასახავდა არსებულ რეალობას.

რაც შეეხება, სამომავლო ურთიერთობებს,  SOCAR ENERGY GEORGIA-ის გენერალური დირექტორის თქმით, ახალი გადაწყვეტილების საჭიროებას დრო აჩვენებს.

"ჩვენი კონტრაქტი არის ცოცხალი მექანიზმი და ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობთ მის სხვადასხვა დებულებებზე, ვაუმჯობესებთ ურთიერთთანამშრომლობას, ვცილობთ მოვერგოთ ახალ გამოწვევებს და ტენდენციებს ბაზარზე ", - აღნიშნა მაჰირ მამედოვმა.

ცნობისთვის, 17 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმებით, საქართველო "სოკარისგან"  გაზის ნაწილს შეღავათიან ფასად შეიძენს. შეღავათი ეხება 200 მლნ კუბ. მეტრს. 

სოციალური გაზით მომარაგების 2016 წლიდან მოქმედ კონტრაქტში ცვლილებას ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ და „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა მოაწერეს.

2020 წლის პროგნოზით, საქართველო სოკარისგან ჯამში მილიარ 400 მილიონის კუბურ მეტრზე მეტ გაზს ყიდულობს, ქვეყნის ჯამური მოხმარება კი, 2,5 მლრდ კუბ. მეტრია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system