თავში

საქართველომ ტურიზმიდან დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი დაკარგა

საქართველომ ტურიზმიდან დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი დაკარგა
საქართველომ ტურიზმიდან დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი დაკარგა

2020 წელს ტურიზმიდან შემოსავლების სახით საქართველომ დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი ვერ მიიღო, რაც საქართველოსთვის, როგორც პატარა ეკონომიკისთვის, ძალიან დიდი თანხაა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, თუ 2021 წლის მეორე ნახევარში ტურიზმი სექტორი ეტაპობრივ აღდგენას დაიწყებს, მაშინ 2021 წელს ეკონომიკის ნაწილობრივ გაჯანსაღებას ველოდებით, დაახლოებით 4%-ის ფარგლებში, ხოლო თუ ტურიზმი საერთოდ ვერ არდგა, ეკონომიკა მხოლოდ 1%-ის ფარგლებში გაიზრდება.

„პანდემიის მდგენელები სამწუხაროდ, დრო და დრო არასასურველ სიურპრიზებს გვთავაზობენ და აქედან გამომდინარე გვაქვს პესიმისტური გათვლებიც. პანდემიის მიმდინარეობის და გლობალურად არსებული შეზღუდვების გახანგრძლივების შემთხვევაში, თუ ასეთი რამ მოხდა, ეს რა თქმა უნდა, ეკონომიკას დააზარალებს. თუ კიდევ გაუარესება მოხდა, საერთოდ არ მოხდა ტურიზმის აღდგენა, 2021 წლის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 1%-ის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, ქვეყანაში საჰაერო საზღვრები 1 თებერვლიდან გაიხსნა, თუმცა სახმელეთო საზღვრები კვლავ ჩაკეტილი რჩება. არ გახსნილა არც ზამთრის კურორტები. 

ცნობისთვის, საერთაშორისო ტურიზმის სექტორის მოგება 74%-ით შემცირდა, ხოლო ზარალი 2020 წელს $1,3 ტრილიონს გაუტოლდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სექტორის შარშანდელი ზარალი 2009 წლის ეკონომიკური კრიზისის დროინდელ ზარალს 11-ჯერ აღემატება. ინდუსტრიაში საშუალო და მცირე ბიზნესს 100-დან 120 მილიონამდე სამუშაო ადგილი შეუმცირდა.

საერთაშორისო ექსპერტების პროგნოზით, საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრია 2019 წლის მაჩვენებელს 2-4 წელიწადში დაუბრუნდება.

რაც შეეხება, საქრთველოს, 2020 წელს ტურიზმიდან საქართველომ 526.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. 2020 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 84%-ით არის შემცირებული. ქვეყანამ 2019 წელს 3.269 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. პანდემიამ ტურიზმი შარშან $2.743 მილიარდით აზარალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system