თავში

საქართველოს 4 რეგიონში "სტარტაპ კვირეული" ჩატარდება

საქართველოს 4 რეგიონში "სტარტაპ კვირეული" ჩატარდება
საქართველოს 4 რეგიონში სტარტაპ კვირეული ჩატარდება

საქართველოს 4 რეგიონულ ცენტრში "სტარტაპ კვირეული" ჩატარდება. კვირეული სტარტს აიღებს ახალციხიდან, სადაც აღნიშნული ღონისძიება გაიმართება 16,17 და 18 აპრილს. მარნეულში ჩატარდება 6,7,8 მაისს, გორში 28,29,30 მაისს, ხოლო ზუგდიდში 18,19,20 ივნისს. თითოეულ რეგიონში ღონისძიება ხორციელდება ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების ორგანიზებით.

კვირეული USAID ზრდა პროექტი საქართველოში და სტარტაპ გრაინდ თბილისის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იმართება და მისი მიზანი სამიზნე რეგიონებში (ახალციხე, მარნეული, გორი, ზუგდიდი) დამწყები მეწარმეების შესაძლებლობების გაზრდა და სამეწარმეო ეკოსისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობაა. კვირეულის მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ საქმიანობას და დაამყარებენ საქმიან კავშირებს სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

კვირეულის ფარგლებში დამწყები მეწარმეები და სტარტაპები გაეცნობიან ყველა შესაძლებლობას, რასაც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები სთავაზობენ იდეის გენერირებიდან მის რეალობად ქცევამდე. ასევე, მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს მაღალკვალიფიციური მენტორებისგან.

კვირეულზე სხვა მნიშვნელოვალ თემებთან ერთად განიხილება თუ რა დაფინანსების წყაროები არსებობს დამწყები მეწარმეებისთვის და სტარტაპებისთვის საქართველოში, როგორია სტარტაპული ცხოვრება და რა არის საჭირო წარმატებისთვის, როგორ აღმოვაჩინო საინტერესო იდეა და განვავითარო პროდუქტი, როგორ მოვიპოვო დაფინანსება ჩემი იდეისთვის, რა დახმარებას სთავაზობენ სტარტაპებს ტექნოპარკი, ფაბლაბები და აქსელერატორები, ვინ არიან სტარტაპ მეგობრული კომპანიები და რა შეთავაზებები აქვთ მათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system