თავში

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 41.4 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

საქართველოს 41.4 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 41.4 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 41.4 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს.

ბორდმა საქართველოს პროგრამის ერთი წლით, 2021 წლის 11 აპრილამდე გაგრძელებასაც დაუჭირა მხარი.

აღმასრულებელმა საბჭომ მხარი დაუჭირა საქართველოს პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულებას და ქვეყნისთვის ამ თანხის გამოყოფას.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა ნეგატიური შოკების წინაშე მდგრადი აღმოჩნდა, ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი მცირდება. თუმცა, ჟანგი მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში არსებობს რისკები, რომელიც საშინაო და საერთაშორისო ფაქტორებს უკავშირდება და შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს ინვესტიციებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system