თავში

საქართველოს 5 რეგიონს 30 მილიონი ლარი გამოეყო

საქართველოს 5 რეგიონს 30 მილიონი ლარი გამოეყო
საქართველოს 5 რეგიონს 30 მილიონი ლარი გამოეყო

,საქართველოს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“, რომელიც მხოლოდ კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებზე ვრცელდება, მომავალ წელსაც გაგრძელდება და ევროკავშირის და სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ 30 მილიონი ლარით დაფინანსდება. 

ამის შესახებ report.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. 

მათი განმარტებით თანხა ხუთ რეგიონში, კახეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, საზოგადოებრივი და ტურისტული ინფრასტრუქტურის, ადამიანური კაპიტალისა და საჯარო სერვისების მიწოდების ხარისხის განვითარებას მოხმარდება.

ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტი 30%-ით იზრდება. მომავალ წელს ეს უწყება ჯამში 2,371,630,000 ლარს დახარჯავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system