თავში

საქართველოს 8 მილიარდი დოლარის ვალი აქვს

საქართველოს 8 მილიარდი დოლარის ვალი აქვს
საქართველოს 8 მილიარდი დოლარის ვალი აქვს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით,2021 წლის 30 აპრილისთვის, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის ნაშთი $8 მილიარდ დოლარს, ანუ 27.6 მილიარდ ლარს შეადგენს. 2021 წლის იანვართან შედარებით საგარეო ვალი $215 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო ლარში სახელმწიფო საგარეო ვალი 1.89 მილიარდი ლარით გაიზარდა. მარტში, თებერვალთან შედარებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 104, 881 მლნ დოლარით შემცირდა და 7,720 მლრდ დოლარს გაუტოლდა.

2021 წლის 30 აპრილის მდგომარეობით საქართველოს მართებს შემდეგი ქვეყნებისა და ფინანსური ინსტიტუტების ვალი:

მსოფლიო ბანკის ჯგუფი (IDA და IBRD) - 7.09 მლრდ ლარი.

აზიის განვითარების ბანკი (ADB) - 6.07 მლრდ ლარი.

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - 2.62 მლრდ ლარი.

გერმანია (KFW) - 2.52 მლრდ ლარი.

საფრანგეთი (AFD) - 1.97 მლრდ ლარი.

ევროობლიგაცია - 1.72 მლრდ ლარი.

ეროვნული ბანკის ვალი სავალუტო ფონდის მიმართ (IMF) 1.66 მლრდ ლარი.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - 791 მლნ ლარი.

მთავრობის ვალი სავალუტო ფონდის მიმართ (IMF) - 728 მლნ ლარი. 

იაპონია - 706 მლნ ლარი.

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) - 625 მლნ ლარი.

ევროგაერთიანება (EU) - 556 მლნ ლარი.

რუსეთი - 129 მლნ ლარი.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - 126 მლნ ლარი.

ავსტრია - 65 მლნ ლარი.

ამერიკა - 52 მლნ ლარი.

თურქეთი - 34 მლნ ლარი.

კუვეიტი - 31 მლნ ლარი.

ყაზახეთი - 27 მლნ ლარი.

სომხეთი - 18 მლნ ლარი.

აზერბაიჯანი - 17 მლნ ლარი.

ირანი - 13 მლნ ლარი.

ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) - 11 მლნ ლარი.

სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) - 8.3 მლნ ლარი.

ჩინეთი - 1.6 მლნ ლარი.

ნიდერლანდები - 1.3 მლნ ლარი.

თურქმენეთი - 0.7 მლნ ლარი.

უზბეკეთი - 0.2 მლნ ლარი.

უკრაინა - 0.2 მლნ ლარი.

აპრილის ბოლოსთვის სახელმწიფოს შიდა ვალი 5.87 მილიარდ ლარია. გამოდის, რომ მთლიანობაში საქართველოს შიდა და საგარეო ვალის მოცულობა 33.49 მილიარდი ლარია. ამჟამად სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ს აღემატება და 2021 წლის მოსალოდნელი მშპ-ის, ანუ 53.4 მილიარდი ლარის 62.7%-ს შეადგენს. საგარეო ვალის საგანგაშო ზრდის გამო ფინანსისტები ხედავენ რისკს, რომ საქართველოს სუვერენული დეფოლტის საფრთხე დაემუქროს. მათი თქმით, საქართველოს, როგორც არამწარმოებლური ეკონომიკის ქვეყანას, ამ ვალის მომსახურება ძალიან გაუჭირდება. ანალიტიკოსების განმარტებით, საგარეო ვალის ზღვარი მშპ-თან საშიშ დონეზეა და მთავრობის მხრიდან შესაბამისი ზომებია მისაღები. 

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციის ფასი გაიზარდა. საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით საუკეთესო ათეულშია მეშვიდე ადგილს იჭერს, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით ქვეყანა ძირთადად თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაშია და მეთორმეტე ადგილს იჭეერს, ხოლო გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით საქართველო 74-ე ადგილზეა.  საქართველოს საკრედიტო რისკი გაუმჯობესებულია:

ცნობისთვის, 2021 წელს საქართველოს მთავრობა 5.27 მილიარდი ლარის ახალ ვალს იღებს, აქედან $500 მილიონი ევრობონდების რეფინანსირებაა. საქართველოს ევრობონდებში ფული ბრიტანელმა, ევროპელმა და აშშ-ის ინვესტორებმა ჩადეს. ახალი სესზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაზოგავს 350 მილიონ ლარს. ახალი სესხის ვადიანობა 5 წელიწადი, ხოლო წლიური პროცენტი 2,75%-ია. სესხზე ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთი რეგიონში უპრეცედენტოა.

შეგახსენებთ, ფინანსისტების ნაწილი ამბობს, რომ ახალ სესხზე 2.75% კარგი პროცენტი იქნებოდა, ევრობონდები რომ ყოფილიყო ათწლიანი და არა ხუთწლიანი. მათი მტკიცებით, შეცდომაა ევრობონდების 10-წლიანი ვადით არგამოშვება.

ცნობისთვის, 2021 წლის 12 აპრილს საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციის ვადა ამოიწურა და ამიტომაც მთავრობამ ახალი ევრობონდები გამოუშვა, რითაც 10 წლის წინ გამოშვებული ევროობლიგაციების ძირი თანხა, $500 მილიონი დოლარი, დაფარა. ვალი რეფინანსირდა, ანუ მთავრობა ახალი $500-მილიონიანი ევროობლიგაციები გამოუშვა. საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან ევროობლიგაციის რეფინანსირებასთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ ევრობონდების რეფინანსირებისთვის მზადება და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან - JP Morgan-თან, Goldman Sachs-თან და ICBC-თან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. ევრობონდების რეფინანსირების პროცესში ჩართულია ქართული საინვესტიციო ბანკებიც, Galt & Taggart-ი და TBC Capital-ი. ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს სახელით 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების განთავსებაზე ოფიციალური განაცხადი გასული კვირის დასაწყისში გამოქვეყნდა და ახალი საგარეო ვალის მოზიდვის მიზნით, საერთაშორისო ინვესტორებთან მოლაპარაკებებიც გამართა. წინა ევრობონდებისგან განსხვავებით, ახალი ფასიანი ქაღალდების ვადიანობა არა 10 წელი, არამედ 5 წელი იქნება.

2011 წელს, ევრობონდების გამოშვების დროს, $500 მილიონი დოლარის ღირებულება 832 მილიონი ლარს შადგენდა. ხელისუფლება ამ ფასიანი ქაღალდის კუპონზე განაკვეთს 3.0%-3.5%- ფარგლებში ელოდა, რაც წინა 10-წლიანი ობლიგაციის განაკვეთზე (6.875%-ზე) 2.2-ჯერ დაბალი იყო, თუმცა ფინანსთა მინისტრის თქმით, ახალი ვალი საქართველომ კიდევ უფრო დაბალ პროცენტში, 2,75-ში აიღო, ანუ 2,5-ჯერ უფრო დაბალ პროცენტში. საქართველოს მიერ გამოშვებულ ახალ ევრობონდზე განაკვეთის შემცირება, პირველ რიგში, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული, რადგან საქართველოს სუვერენული რეიტინგი 2011 წელს არსებული “BB მინუსიდან” “BB”-მდე გაუმჯობესდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system