თავში

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 3% გაიზარდა

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 3% გაიზარდა
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 3% გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში -5,200,419 მგზავრს მოემსახურა. რაც 3-% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 5,033,118 მგზავრი).

დეკემბერში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისის გარდა, ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დეკემბერში221,760 მგზავრს მოემსახურა, რაც -15% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 261,097

მგზავრი ). ხოლო 12 თვის ჭრილში, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -3% კლება დაფიქსირდა და შეადგინა 3,692,202 (2018 წელი 3,808,650 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის დეკემბერში 45% გაიზარდა და 82,551 მგზავრი შეადგინა (2018 წლის დეკემბერი 57,088 მგზავრი). რაც შეეხება 12 თვისმონაცემებს, ჯამშიქუთაისისსაერთაშორისოაეროპორტი 2019 წელს873,907 მგზავრსმოემსახურა, რაცწინაწლისანალოგიურპერიოდთანშედარებით42% მეტია. (2018 წელი - 617,342).


2019 წელს, ავიასანქციების მიუხედავად, ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის დეკემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 26,239 მგზავრმა ისარგებლა. რაც 42% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის დეკემბერი 18,492 მგზავრი). რაც შეეხება წლიურ ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წელს, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 4%-ით გაიზარდა და 624,178 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 598,862 მგზავრი).

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, გაზრდილია მოთხოვნა შიდაფრენებზეც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system