თავში

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 84%-ით შემცირდა

​საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 84%-ით შემცირდა
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 84%-ით შემცირდა

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 84%-იანი კლება ფიქსირდება. 

AviaNews-ის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემებით,  2020 წლის ავიამგზავრობის მაჩვენებლები 2010 წლის იდენტურია.

2020 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 833 846 მოემსახურა, 2019 წელს კი 5 209 466 მგზავრს, შესაბამისად კლება 83,99%-ის დონეზეა. 2020 წლის მაჩვენებლები 2018 წლის მაჩვენებლებთან 83,46%-ითაა შემცირებული.

კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის 21 მარტიდან საქართველო იძულებული გახდა საჰაერო სივრცე რეგულარული ფრენებისთვის ჩაეკეტა. 

2020 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 590 123 მგზავრს მოემსახურა, რაც 84.02%-ით ნაკლებია აეროპორტის მიერ 2019 წელს გატარებულ მგზავრთნაკადთან (3692136 მგზავრი) შედარებით.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 78,95%-ით შემცირდა. 2020 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 183 873 მგზავრი გაატარა, 2019 წელს კი 873 616 მგზავრი.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით 51 412 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 91,76%-ით ნაკლებია 2019 წლის განმავლობაში აეროპორტის მიერ გატარებულ მგზავრთნაკადთან. 2019 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 624 151 მგზავრს მოემსახურა.

რაც შეეხება შიდა ფრენების დატვირთულობას, მესტიის აეროპორტი გასული წლის დაჯამებული მონაცემებით 3 165 მგზავრს მოემსახურა, რაც 5 460 მგზავრით, შესაბამისად 63,30%-ით ნაკლებია ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ თორმეტ თვეში 1 214 მგზავრი მიიღო, რაც 752 მგზავრით ნაკლებია (38,25%) ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.

2020 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 7 133 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 3 495-ს, ხოლო ჩარტერული რეისების რაოდენობა კი 3 638-ს. 2019 განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, 2020 წელს რეისების რაოდენობა 70,75%-ით შემცირდა.

ბოლო სამი წლის  საქართველოს აეროპორტების მიერ გატარებული მგზავრთნაკადის სტატისტიკა ასეთია:

2018 წელი – 5 040 573 მგზავრი,

2019 წელი – 5 209 466 მგზავრი,

2020 წელი – 833 846 მგზავრი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system