თავში

საქართველოს ახალგაზრდების 31% განათლების, ტრენინგებისა და დასაქმების მიღმაა

საქართველოს ახალგაზრდების 31% განათლების,
საქართველოს ახალგაზრდების 31% განათლების, ტრენინგებისა და დასაქმების მიღმაა

2020 წელს გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის მთავრობისა და საქართველოს განათლების სამინისტროს ხელშეწყობით გამოიკვლიეს პროფესიული განათლების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი.ჩატარებული კვლევის მონაცემებმა გამოკვეთა შემდეგი:

1. საქართველოს ახალგაზრდების 31% არაა ჩართული განათლებაში, ტრენინგსა და დასაქმებაში.

2. პროფესიული განათლებისა და გადამზადების სტუდენტების 1/3 დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონეა.

3. ასეთი სტუდენტების 42% არ ასრულებს განათლებას.

4. ამავდროულად, კურსდამთავრებულთა 55% იწყებს სამსახურს მიღებული კვალიფიკაციის მიხედვით. 

ანგარიში მომზადებულია კვლევითი კომპანიის „ეისითის“ მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტთან თანამშრომლობით გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ხელშეწყობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system