თავში

საქართველოს აუცილებლად სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი

საქართველოს აუცილებლად სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი
საქართველოს აუცილებლად სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი

„ძალიან ცუდია, რომ ამ პროექტის ირგვლივ ცდილობენ შექმნან ისეთი აურა, თითქოს საქართველოს მთავრობას ამ პროექტის რეალიზაცია არ სურს, ეს არის სისულელე და ეს არის ტყუილი, რომელსაც ძალიან მოკლე ფეხები აქვს,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას ტექნოპარკში განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის მხრიდან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდა.

„ვერ დაასახელებენ თუნდაც ერთ არგუმენტს, რაშიც ჩვენ ანაკლიის კონსორციუმს მაქსიმალურად მხარი არ დავუჭირეთ. ვადების გაგრძელებით დაწყებული, საინვესტიციო ვალდებულების აღებით დასრულებული.

საქართველოს აუცილებლად სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი - სხვანაირად ჩვენ სატრანზიტო პოტენციალს ვერ განვავითარებთ.

ვისი იდეა გახლდათ ამ პროექტის რეალიზაცია? ეს გახლდათ ჩვენი პოლიტიკური გუნდის იდეა.

ვისი მხარდაჭერით და ძალისხმევით მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა ანაკლიის პროექტის აქტიური განხილვა მოახდინეს და ისინი მის დაფინანსებას პერსპექტივაში განიხილავენ? მინდა გითხრათ, რომ ამ მოლაპარაკებების უდიდესი ნაწილი სწორედ ჩვენ წარვმართეთ და მეტიც მე ამაში ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში ვმონაწილეობდი. მეტიც OPIC რომელიც ანაკლიის კონსორციუმის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია მასთან მოლაპარაკებები ამ მიმართულებით სწორედ მე დავიწყე და ჩემი აქტიური მუშაობის შედეგად ჩემს კოლეგებთან ერთად შევძელით, რომ OPIC-მა მიიღო მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ის ანაკლიის დაფინანსების საკითხს ძალიან აქტიურად იხილავს.

ჩვენ გამოვისყიდეთ რამდენიმე ათეული მლნ ლარის ღირებულების მიწა და გადავეცით, რომ კონსორციუმმა თავისი ვალდებულება შეასრულოს. ავიღეთ ასეულობით მლნ ლარის ინვესტიციის ვალდებულება, რომ განვავითაროთ აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომ პორტმა ნორმალური ფუნქციონირება შეძლოს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველო დღეს ვერ ემსახურება შავ ზღვაში მოძრავი საკონტეინერო გემების

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system