თავში

საქართველოს აზერბაიჯანის 18.1 მლნ ლარი მართებს

საქართველოს აზერბაიჯანის 18.1 მლნ ლარი მართებს
საქართველოს აზერბაიჯანის 18.1 მლნ ლარი მართებს

ფინანსთა სამინისტროს ბოლო მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აზერბაიჯანის 18.1 მლნ ლარი მართებს. 1 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს აზერბაიჯანის 18, 8 მილიონი ლარი მართებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეზობელი ქვეყნის მიმართ საქართველოს სავალო ვალდებულებები 2 თვეში მცირედით შემცირდა. დოლარში ქვეყანას ამჟამად აზერბაიჯანის 5, 491 დოლარის ვალი აქვს, მაშინ როცა ორი თვის წინ ის 5, 685 დოლარს უტოლდებოდა. ანუ დოლარში აზერბაიჯანის მიმართ ვალი საქართველოს სულ რაღაც 194 ათასით აქვს გაზრდილი, ხოლო ლარში -  718 ათასით. 

რაც შეეხება, სხვა მეზობლების მიმართ ვალდებულებებს, საქართველოს სომხეთისგან ნასესხები აქვს 18.1 მლნ ლარი, ქვეყანა რუსეთის 134 მილიონიანი ვალი უფიქსირდება, ხოლო თურქეთის 35 მლნ ლარი მართებს. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 31.57 მილიარდი ლარია. მხოლოდ იანვარში ქვეყანას ვალის 735 მილიონი ლარით გაეზარდა. სახელმწიფო ვალიდან 25.7 მილიარდი ლარი საგარეო ვალს წარმოადგენს, 5.84 მილიარდი ლარი კი საშინაო ვალია.

სახელმწიფო ვალიდან 25.7 მილიარდი ლარი საგარეო ვალს წარმოადგენს, 5.84 მილიარდი ლარი კი საშინაო ვალია, რომელსაც მთავრობა სახაზინო ობლიგაციების და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით იღებს. 

2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, წელს მთავრობა 5.27 მილიარდის ახალ სესხებს იღებს. აქედან 1.45 მილიარდი ლარი საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები 2.17 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო 1.65 მილიარდი ლარით მთავრობა $500-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს.

რომელი ქვეყნების ვალი აქვს საქართველოს, დეტალურად ნახეთ აქ, ხოლო რაც შეეხება, შიდავალს, ის ასე ნაწილდება. 

1) სახაზინო ფასიანი ქაღალდები (სახაზინო ობლიგაციები; სახაზინო ვალდებულებები) - 5.5 მილიარდი ლარი;
2) სხვა ფასიანი ქაღალდები - 352.8 მლნ ლარი;
3) საბიუჯტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებული ვალი - 31 მლნ ლარი.



ცნობისთვის, მთავრობას შიდა ვალის აღებას არ ურჩევენ. სპეციალისტების შეფასებით, შიდა ვალის ზრდა საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზარალებს და ფინანსური სექტორის განვითარებასაც აფერხებს. როგორც ფინანსისტი პაატა ბაირახტარი ამბობს, საგარეო ვალთან დაკავშირებით ეს რისკი ნაკლებადაა, ხოლო შიდა ვალის შემთხვევაში ეს ფული აკლდება ბანკებს და ეკონომიკის სტიმულირებისთვის მათ რეალურად ნაკლები რჩებათ. ფინანსისტი მერაბ ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს შიდა ვალის მართვის ეფექტიანი სტრატეგია არ გააჩნია. არ მუშაობს შიდა ვალის ხარჯვის მექანიზმი, რის გამოც არსებობს საფრთხე, ეს რესურსი არაეფექტურად დაიხარჯოს, რითაც ზარალდება ეკონომიკა და ლარიც კურსიც უფასურდება. ასეთ სიტუაციაში, ფინანსისტი მთავრობას რეკომენდაციას უწევს, შიდა ვალის აღებას განსაკუთრებით მოერიდოს და უფრო მეტად საგარეო ვალზე აიღოს ორიენტირი. შიდა ვალის აღება იმ მხრივაც პრობლემაა, რომ საგარეო ვალისგან განსხვავებით, ბევრად ძვირია, შესაძლოა, 5-6-ჯერ მეტიც, ვიდრე საგარეო ვალია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system