თავში

საქართველოს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი ეწვია - PHOTO

საქართველოს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი ეწვია
საქართველოს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი ეწვია - PHOTO

დღეს საქმიანი ვიზიტით საქართველოში  ჩამოვიდა აზერბაიჯანის დელეგაცია, რომელსაც აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბბაროვი ხელმძღვანელობს.

ჯაბაროვს დაგეგმილი აქვს  შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრთან გიორგი გახარიასთან და ქართველ კოლეგასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან. 

აზერბაიჯანის ეკონომიკური გუნდის პირველი პირი ასევე გეგმავს შეხვედრას საქართველოში მოქმედი აზერბაიჯანული კომპანიების წარმომადგენლებთან.

მეზობელი ქვეყნის დელეგაციაში შედიან აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტი რონნაგ აბდულაევი, "აზერბაიჯანის რკინიგზის" თავმჯდომარე ჯავიდ გურბანოვი და ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტი CJSC გენერალური დირექტორი ტალეხ ზიიადოვი.

საქმიანი ვიზიტის დაწყებამდე დელეგატებმა თბილისში ჰეიდარ ალიევის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system