თავში

საქართველოს ბიზნესინკუბატორში ინოვაციური მაგიდა შეიქმნა

საქართველოს ბიზნესინკუბატორში ინოვაციური მაგიდა შეიქმნა
საქართველოს ბიზნესინკუბატორში ინოვაციური მაგიდა შეიქმნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა (ბიზნესინკუბატორი), „5 ინსტალაციის პროექტის“ ფარგლებში, კოვიდპანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანი ინოვაციები განახორციელა, რომელთა შორის ერთ-ერთი წარმატებული მოდული ინოვაციური მაგიდაა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან REPORT.GE-ს აცნობეს,  ინოვაციური მაგიდა ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ჟურნალის მაგიდაა, რომელიც სლაიდის პრინციპით მუშაობს და ანალოგი არ აქვს.

ახალი გამოგონების გამოყენება შესაძლებელია საპრეზენტაციო დანიშნულებით, ნებისმიერ დახურულ თუ ღია სივრცეში.

„ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ჟურნალის მაგიდაა. მაგრამ, თუ დააკვირდებით, აქვს ღილაკები და ეკრანი. შეგიძლიათ ჩატვირთოთ ფოტოები და სლაიდის პრინციპით გაუშვათ. შესაძლებელია სარეკლამო რგოლების, მუსიკალური კლიპების ან ფილმის ჩატვირთვაც. ასე იქცა ჩვეულებრივი ჟურნალის მაგიდა ინოვაციურ მაგიდად, რომელიც სასურველი ინფორმაციის პრეზენტაციის საშუალებას იძლევა. მასალა სპეციალური აპარატით - „მიმაკით“ იტვირთება და მომცრო ზომის მოწყობილობაში მაგრდება, ფოტოები და ნებისმიერი მასალა კი სენსორის მეშვეობით მონაცვლეობს. მასალის რაოდენობა შეზღუდული არ არის. ჩვენი ფაბლაბის „ინოვაციური მაგიდის“ გამოყენება შესაძლებელია საპრეზენტაციო სივრცეებში, უნივერსიტეტებში, საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში“, - განმარტავსსტუ-ის ფაბლაბის გუნდის ერთ-ერთი წევრი ვაჟა შანიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა (Fablab GTU) ერთ-ერთ მნიშვნელოვან, „5 ინსტალაციის პროექტზე“ მუშაობა ახლახან დაასრულა. ახალი იდეების განხორციელება გუნდის წევრებმა კოვიდპანდემიის პირობებში, ონლაინ რეჟიმში შეძლეს.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფაბლაბის მუდმივმოქმედი გუნდი, სხვადასხვა პროფესიის მქონე ხუთი წევრისგან შედგება. ფაბლაბის გუნდის პორტფოლიოში 286 განხორციელებული პროექტი, ინსტალაცია და მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტში, ღონისძიებასა თუ კონკურსში წარმატებული მონაწილეობაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system