თავში

საქართველოს, ბულგარეთის, რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის მიმოსვლა გააქტიურდება

საქართველოს, ბულგარეთის, რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის მი
საქართველოს, ბულგარეთის, რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის მიმოსვლა გააქტიურდება

"ევროკავშირი არის ჩვენი ნომერ პირველი ჩვენი სავაჭრო პარტნიორი, მაგრამ სატრანსპორტო მიმოსვლა ჩვენს პორტებს შორის არ არის რეგულარული და არ შეესაბამება იმ დინამიკას და იმ ტემპს, რაც გვჭირდება, ევროკავშირმა აღგვითქვა ამაში დახმარება, მათ შორის, შესაბამისი სამოქმედო გეგმის მომზადებაში,' – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია საქართველოს, ბულგარეთის, რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის შავ ზღვაზე სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარებაზე.

„იყო საქმიანი მსჯელობა დისკუსია იმაზე, თუ რამდენად მაღალ პროგრესს მიაღწია საქართველომ ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ვალდებულებებს შესრულებაში. ჩვენ დავაყენეთ რამდენიმე საკითხი, რაშიც სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. პირველ რიგში, ეს არის ფიზიკური კავშირ-ურთიერთობების განვითარება შავ ზღვაზე, რაც დაგვაკავშირებს ევროპულ სახელმწიფოებთან. კონკრეტულად ვსაუბრობთ იმაზე, რომ მეტად განვავითაროთ შავ ზღვაზე სატრანსპორტო მიმოსვლა საქართველოს, ბულგარეთს, რუმინეთსა და უკრაინის პორტებს შორის“, - განაცხადა თურნავამ და დაამატა, რომ საუბარია საბორნე მიმოსვლის გააქტიურებაზე. 

„რადგან დღეს სწრაფად ვითარდება ჩვენსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა. ევროკავშირი არის ნომერ პირველი ჩვენი სავაჭრო პარტნიორი, მაგრამ სატრანსპორტო მიმოსვლა ჩვენს პორტებს შორის არ არის რეგულარული და არ შეესაბამება იმ დინამიკას და იმ ტემპს, რაც ჩვენ გვჭირდება. ევროკავშირმა აღგვითქვა ამაში დახმარება, მათ შორის შესაბამისი სამოქმედო გეგმის მომზადებაში“, – განაცხადა თურნავამ.

შავი ზღვის გამავალი მარშრუტები და ჩვენი უკეთესი კავშირები ევროპულ პორტებთან, ევროკავშირის ბაზრის სრული ათვისება და ახალი პროდუქციის ჯგუფების შერჩევა, - ეს გზავნილები ჩაიტანეს ქართველმა დელეგატებმა ბრიუსელში.

დახმარებების პაკეტი, ფინანსური მხარდაჭერა და ინვესტიციები - ეს ძირითადი მიმართულებებია, რა მხრივაც საქართველო ევროკავშირისგან ქართული დელეგაციის სტუმრობის შემდეგ ელოდება. ირაკლი ღარიბაშვილისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში გუშუნ წინ დაიწყო. გუშინ შედგა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომაში მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system