თავში

საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის თითქმის ნახევარი ნიადაგზე მოდის

საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის თითქმის ნახევარი ნიადაგზე მოდის
საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის თითქმის ნახევარი ნიადაგზე მოდის

საქართველოს მიწის ფონდი 7 628.4 ათას ჰექტარს ითვლის. აქედან კერძო საკუთრებაშია 948.9 ათასი ჰექტარი, ხოლო 6 679.5 ათას ჰეტქრს სახელმწიფო ფლობს.(2004 წლის პირველი აპრილის მონაცემები).

2 822.3 ათასი ქეტრი სასოფლიო სამეურნეო დანიშნულებისაა. 3 857.2 ათასი ჰექტარი არასასოფლო მიწაა, 88.4 ათსი ჰექტარი დასახლებული პუნქტია, 300.7 ათასი ჰექტარი დაცული ტერიტორიაა, ხოლო 2 456.2 ათასი ჰექტარი ტყის ფონდს ეკუთვნის, რელიგიური ორგანიზაციებისსაკუთრებაშია 4.9 ათასი ჰექტარი მიწა, ხოლო მიწის საერთო ფართობის 835.1 ჰექტარი წყლის ფონდს უჭირავს.

ბოლო 5 წლის განმავლობაში მიწაზე ნათესი ფართობების მოცულობა შეუქცევადად მცირდება. მაგალითად 274.9 ათასი ჰექტარი იყო დამუშავებულ-დათესილი, ხოლო 2019 წელს ის 203.0 ჰექტრამდე შემცირდა. ეს მონაცემი აჩვენებს, რომ მიწა, როგორც კაპიტალი, ნაკლებად გამოიყენება. 

ბუნებრივი გარემოს კომპონენტს, მიწის რესურსებს, ადამიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მიწაზე ზემოქმედებისას ადამიანი იყენებს მის ქიმიურ, ფიზიკურ და ბიოლოგიურ თვისებებს. ამდენად, მიწათმოქმედებაში შრომის საბოლოო შედეგი – მოსავალი დამოკიდებულია ნიადაგის ნოყიერი ფენის სისქეზე, მის მექანიკურ შემადგენლობაზე, ქიმიური ნივთიერებების არსებობაზე, ე.ი. ნიადაგის ნაყოფიერებაზე. 

ამის შესახებ აღნიშნულია ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს შესახებ სტატისტკის სამსახურის კვლევაში.

სტატისტიკური დოკუმეტის მიხედვით, მიწა ასევე წარმოადგენს ტერიტორიულ-სივრცობრივ ბაზას მრეწველობაში (მოპოვებითი მრეწველობის გარდა), მშენებლობაში, ინფრასტრუქტურის დარგებში. 

მიწა ერთ-ერთი მთავარი ეროვნული სიმდიდრეა, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება და დაცვა ესაჭიროება, მასზე (ნიადაგზე) მოდის საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის თითქმის ნახევარი. 

საქართველო მთიანი ქვეყანაა, ბარის ზონა ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 46%-ს მოიცავს. აქ მიწის რესურსები ხასიათდება სასოფლო-სამეურნეო ათვისების მაღალი დონით, სავარგულების მაღალი ბუნებრივი ნაყოფიერებით. 

საქართველოში მიწის რესურსების ტერიტორიული განაწილება, სხვა ბუნებრივი კომპონენტების მსგავსად, ვერტიკალური ზონალობის კანონს ექვემდებარება: 

I ზონა (ზღვის დონიდან 250 მ-მდე) – უპირატესად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული კულტურები. 

II ზონა (250-500მ) – მებაღეობა-მებოსტნეობის, მევენახეობის, ინტენსიური მემინდვრეობის (ძირითადად სიმინდი) გავრცელების არეალი. 

III ზონა (500-1 000მ) – ჭარბობს თავთავიანი კულტურები, ბუნებრივი საკვები სავარგულები, მეცხოველეობა. 

IV ზონა (1 000-1 500მ) – სათიბ-საძოვრები; მემინდვრეობა სუსტადაა განვითარებული. 

V ზონა (1 500-2 000მ) – ძირითადად სათიბ-საძოვრები. 

VI ზონა (2 000 მ-ის ზემოთ) – მიწათმოქმედება არ არსებობს. 

გამოყენების თვალსაზრისით საქართველოს ტერიტორია შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად: 

1. სამიწათმოქმედო ტერიტორია – 15.8%; 

2. ბუნებრივ-სამეურნეო ფართობი (ტყე, ბუჩქნარი, სათიბ-საძოვრები) – 70.6%; 

3. სოფლის მეურნეობაში გამოუყენებელი მიწა – 13.6%. 

მიწის სავარგულები გამუდმებულ ცვლილებას განიცდის. სავარგულების სტრუქტურას და მათი ხარისხის ტრანსფორმაციას განაპირობებს ახალი მიწების ათვისება, აქტიური მელიორაციული ღონისძიებები და სხვა. ამასთან, ეროზიული პროცესები, მიწის დამლაშება ან დაჭაობება, დატბორვა და სხვა არახელსაყრელი პირობები იწვევენ სავარგულების ფართობის შემცირებასა და მიწის ფონდის ხარისხობრივი შემადგენლობის გაუარესებას. ამრიგად, მიწის რესურსები განიცდის განუწყვეტელ რაოდენობრივ და თვისებრივ ცვლილებებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system