თავში

საქართველოს დერეფანში ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვები მცირდება

საქართველოს დერეფანში ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვები მცირდება
საქართველოს დერეფანში ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვები მცირდება

საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანში ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვები მცირდება.

ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი აცხადებს. ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ  მსოფლიოში კორონავირუსის გლობალური პამდემიის პირობებში, მგზავრნაკადის შემცირებამ საჰაერო ტრანსპორტს უდიდესი ფინანსური დარტყმა მიაყენა, თუმცა საგრძნობლად შემცირდა საზღვაო მიმართულებებით, კერძოდ ჩინეთიდან ევროპაში საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვებიც.

მისივე განმარტებით, საჰაერო ტრანსპორტით მგზავრნაკადების და საზღვაო ტრანპორტით ტვირთნაკადების შემცირების საპირისპიროდ, საგრძნობლად გაიზარდა სახმელეთო დერეფნებით, კერძოდ ჩინეთიდან ევროპისა და უკუ მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვები.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით 2020 წლის 8 თვეში საკონტეინერო ნაკადი ( სარკინიგზო ტრანსპორტით) ჩინეთიდან ევროპის და უკუ მიმართულებით 42% არის გაზრდილი.

"რამდენად აისახა სახმელეთო დერეფნებში დაფიქსირებული საკონტეინერო ნაკადის ზრდის ტენდენციები, საქართველოზე გამავალ ტრანსკასპიურ დერეფანზე?უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთიდან ევროპის გავლით საკონტეინერო ნაკადი ძირითადად 5 სატრანსპორტო სახმელეთო დერეფნით გადაიზიდება; 2019 წელს ჯამურად ჩინეთიდან - ევროპაში გადაიზიდა 664 700 ერთეული კონტეინერი, ამ მოცულობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი 7 400 ერთეული (საერთო მოცულობის 1.1% ) გადაიზიდა საქართველოზე გამავლი დერეფნით. ანალიზი ცხადყოფს, რომ 2020 წლის 6 თვეში, მიუხედავად, გლობალურად საკონტეინერო ნაკადის ზრდისა (ჯამში გადაიზიდა 450 200 ერთეული), საქართველოზე გამავალი დერეფანში საკონტეინერო ნაკადი მცირდება და მხოლოდ 3 200 ერთეულს (0.7% ) შეადგენს.წარმოდგენილი ანალიზით დასტურდება, რომ საქართველოზე გამავალი დერეფანი, ალტერნატიულ დრეფნებთან შედარებით ნაკლებად კონკრენტუნარიანია; შესაბამისად, სატრანსპორტო ბაზარზე მიმდინარე გლობალური ტენდენციების პარალელურად , აუცილებელია საქართველომ მეზობელ ქვეყნებთან შეიმუშაოს და დანერგოს საკონტეინერო გადაზიდვების ერთიანი ოპერატორის ჩანაცვლების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში ტვირთმფლბელს აღარ მოუწევს ცალ-ცალკე ხელშეკრულების გაფორმება საზღვაო, სარკინიგზო გადამზიდავებთან და მხოლოდ ერთი ოპერატორი იქნება პასუხისმგებელი ტვირთის მოზიდვასა და გადაზიდვაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ოპერატორი ფინანსურად ძლიერი იყოს," - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system