თავში

საქართველოს ექიმების პროდუქტიულობა ევროკავშირთან შედარებით დაბალია

საქართველოს ექიმების პროდუქტიულობა ევროკავშირთან შედარებით დაბალია
საქართველოს ექიმების პროდუქტიულობა ევროკავშირთან შედარებით დაბალია

ჯანდაცვის სისტემაში ექიმების სიჭარბე და ექთნების დეფიციტია. საქართველოს ექიმების პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირისა და მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელს.

ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ექიმების რაოდენობა 1,000 მოსახლეზე 8.5-ს შეადგენდა 2019 წელს, რაც OECD-ის საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მაღალია. ამავდროულად ექთნების დეფიციტია: თუ ევროპის ქვეყნებში ერთ ექიმს ეხმარება 2-5 ექთანი, საქართველოში ექთნებისა და ექიმების თანაფარდობა არის 0.6.

ჯანდაცვის სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ეს პრობლემა მომავალში კიდევ უფრო გამწვავდება, რადგან განათლების სისტემა განაგრძობს ჭარბი რაოდენობის ექიმების მიწოდებას, ხოლო საექთნო პროგრამებზე სტუდენტების რაოდენობა მცირდება.

მიმოხილვაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს ექიმების პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირისა და მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელს, რადგან  ექთნების დეფიციტი აიძულებს ექიმებს შეითავსონ საექთნო ფუნქციები ძირითად მოვალეობებთან ერთად, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მათ პროდუქტიულობას.

კვლევის მიხედვით, სტაციონარული დაწესებულებების ერთი ექიმი საქართველოში წელიწადში საშუალოდ 33 პაციენტს ემსახურება (2019), რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირისა და მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლებს, მაგალითად, თურქეთს, სადაც ერთი ექიმი წლიურად საშუალოდ 121 პაციენტს ემსახურება, 149-ს რუსეთში, 99-ს სომხეთში და ა.შ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system