თავში

საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა - VIDEO

საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა
საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა - VIDEO

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 11.5 პროცენტი შეადგინა.

2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი. ზრდა დაფიქსირდა ინფორმაცია და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროებში.

ცნობისთვის, 2020 წელს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა. ბიუჯეტის პროექტი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 4.3%-იან ზრდაზეა დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system