თავში

პაატა ცაგარეიშვილი: საქართველოს ეკონომიკა ჩამოშლის სიმპტომებს ამჟღავნებს

საქართველოს ეკონომიკა ჩამოშლის სიმპტომებს ამჟღავნებს
პაატა ცაგარეიშვილი: საქართველოს ეკონომიკა ჩამოშლის სიმპტომებს ამჟღავნებს

საქართველოს ეკონომიკა ჩამოშლის სიმპტომებს ამჟღავნებს,-ამის შესახებ Report.ge-ს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში განუცხადეს. ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა ცაგარეიშვილი Report.ge-სთან საუბრისას საკუთარი მოსაზრების დამტკიცებას კონკრეტული მაჩვენებლებით ცდილობს. მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა რიგი ეკონომიკური მაჩვენებლებით დსთ - ს ქვეყნებს ბევრად ჩამორჩება და ყურადღებას ამახვილებს ექსპორტ იმპორტის თანაფარდობაზე.

" აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ექსპორტ - იმპორტის (ბალანსი) თანაფარდობას, 2018 წელს საქართველოს ექპორტმა 3.356 მილიარი დოლარი შეადგინა, იმპორტის მაჩვენებელი 9.137 მილიარდი დოლარი, ბალანსი - უარყოფითი სალდო -2.72 ია. ექსპორტ - იმპორტის ბალანსის მაჩვენებლით საქართველო მხოლოდ უმნიშვნელოდ უსწრებს - ყირგიზეთს -2.78 და ტაჯიკეთს - 3.16. საყურადღებოა, რომ სამ ქვეყანას, აზერბაიჯანს, ყაზახეთს და რუსეთს, გააჩნია დადებითი ბალანსი," - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა ასევე ექსპორტი იმპორტის - ბალანისის პროცენტულ წილზე მშპ ში. აღმოჩნდა, რომ ამ მაჩვენებლით ვჯობნით მხოლოდ ერთ ქვეყანას, ყიგიზეთს.

"თუ 2018 წელს საქართველოს ექსპორტმა 3.356 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა 9.137 მილიარდი დოლარი, შესაბამისად დისბალანსმა - 5.781 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ქვეყნის მშპს მაჩვენებელმა 16.210 მილიარდი დოლარი, გამოდის რომ ექსპორტ - იმპორტის ბალანსის წილი მშპ ში - 35.7 % ია.  ამ მაჩვნებლით მხოლოდ ერთ ქვეყანას ვჯობივართ, კერძოდ ყირგიზეთს, რომლის მაჩვენებელი - 38.8 % ია," - ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

იქედან გამომდინარე, რომ ორივე მაჩვენებელი მსოფლიოში მიჩნეულია, ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის შესაფასებლად, ექსპერტი ასკვნის, რომ საქართველო დსთ ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზეა. მისივე თქმით, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საქართველოს ექსპორტში 20 % რეექსპორტს (ავტომობილებით ვაჭრობა) უჭირავს, რაც პირობითად არ განიხილება ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლად, საქართველო ბოლო ადგილზე აღმოჩნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system