თავში

საქართველოს ეკონომიკა დღეში საშუალოდ 16 მლნ ლარს კარგავს - კვლევა

საქართველოს ეკონომიკა დღეში საშუალოდ 16 მლნ ლარს კარგავს - კვლევა
საქართველოს ეკონომიკა დღეში საშუალოდ 16 მლნ ლარს კარგავს - კვლევა

საქართველოს ეკონომიკა დღეში საშუალოდ კარგავს 16 მლნ ლარს. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვაში.  დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანას ჯამურად 2020 წელს 1.0 მლრდ ლარის დანაკარგი უფიქსირდება. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.1%-ით შემცირდა, ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმს მიადგა. 

მიმომხილველების განმარტებით, ხელფასები და დაქირავებით დასაქმება „ლოქდაუნის“ პერიოდებში შემცირდა. 2020 წელს ფულადი გზავნილები გაიზარდა, სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა, 2020 აპრილიდან ტურიზმი მინიმალურია.

ანალიტიკოსების მტკიცებით, ფისკალური სტიმული 2021 წელსაც მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკის აღდგენისთვის. დოკუმენტის მიხედვით, მთავრობის ანტიკრიზისულმა ხარჯებმა (ჯანდაცვა, ბიზნესის და შინამეურნეობების დახმარება) 2020 წელს მშპ-ის 4% (2 მლრდ ლარი) შეადგინა. 2021 წელს ანტიკრიზისული ხარჯები მშპ-ის 2.1%-ია (1.1 მლრდ ლარი) ინფრასტრუქტურული პროექტები რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა დაგეგმილი 2021 წელს (4.3 მლრდ ლარი).

2020 წელს მთავრობის მთლიანი ვალი წლიურად 9.7 მლრდ ლარით გაიზარდა და წინასწარი მონაცემებით მშპ-ის 60.3% შეადგინა. 2021 წელს მთავრობა 500 მლნ ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს და ანალიტიკოსების შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური პარამეტრების პანდემიამდელ არსებულ ნიშნულამდე დაბრუნება მთავარი გამოწვევაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system