თავში

საქართველოს ეკონომიკა გამოწვევებს დიდხანს ვერ გაუძლებს - აკაკი ბობოხიძე

საქართველოს ეკონომიკა გამოწვევებს დიდხანს ვერ გაუძლებს
საქართველოს ეკონომიკა გამოწვევებს დიდხანს ვერ გაუძლებს - აკაკი ბობოხიძე

ევროპული საქართველოს წევრი, აკაკი ბობოხიძე, ხელისუფლებისადმი 15-მდე ბიზნესასოციაციის მიმართვას ეხმაურება. ბობოხიძის თქმით, დღეს გაჩერებული ეკონომიკა ქვეყნისთვის არის ყველაზე დიდი გამოწვევა, ხოლო "ქართული ოცნება" ამ გამოწვევას პასუხობს ვალების აღებით და არა ეკონომიკის გახსნით.

ბობოხიძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკის გახსნის გარეშე, ისეთი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მძიმე გამოწვევებს დიდხანს ვერ გაუძლებს.

„მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ხალხის ყველაზე დიდი გამოწვევა, ეკონომიკურ პრობლემებს ქართული ოცნება პასუხობს მხოლოდ ვალების აღებით და არა ეკონომიკის გახსნით. ეკონომიკის გახნის გარეშე ვფიქრობ რომ გველოდება ძალიან მძიმე მომავალი და ეს მძიმე მომავალი იქნება ქართველი ხალხის პრობლემა და არა ქართული ოცნების ჩინოვნიკების, რომლებიც მშვენივრად გრძნობენ თავს და პირიქით, ჩვენი სახელით აღებულ ვალებში მათ ხელი აქვთ ჩაყოფილი და თავიანთი მომავლის უზრუნველყოფას ახერხებენ. ეკონომიკის გახნის გარეშე, მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი არ არსებობს და დღეს "ქართული ოცნება" მხოლოდ იმაზე უნდა გველაპარაკებოდეს თუ როგორ აპირებს ის 1 თებერვლის მერე ეკონომიკის გახსნას. სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებმა აირჩია ყველაზე მარტივი გზა, დაკეტოს ყველა და ყველაფერი. მთავრობას არამარტო უნდა ჰქონდეს გეგმა, არამედ ამას უკვე უნდა აცხადებდეს, თუ ქართული ოცნება აპირებს რომ რამე გახსნას, ის ამ შემთხვევაში ბიზნესს უკვე უნდა ეუბნებოდეს ამის შესახებ. რას აპირებს ქართული ოცნება არ ვიცი, მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და მათ შორის ეკონომიკურმა აგენტებმაც უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი თუ როგორ ვაიძულოთ "ქართული ოცნება", რომ ჩვენი გეგმის მიხედვით გახსნან ეკონომიკა, რადგან შეუძლებელია ისეთი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, მსგავს პირობებში დიდხანს გაძლოს,“ - განაცხადა ბობოხიძემ.

დღეს 13 ასოციაციამ კრიზისიდან გამოყვანის დარგთაშორისი ინიციატივა გამოაქვეყნა და მთავრობას მოთხოვნები წამოუყენა.

ესაა 6-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ბიზნესი ხელისუფლებას სთაზობს. მას ხელს აწერენ: საქართველოს რესტორატორტა ასოციაცია (200 000 პერსონალი); საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი (15 000 პერსონალი); საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია (400 პერსონალი); საქართველოს რითეილერთა ასოციაცია (25 000 პერსონალი); საქართველოს დისტრიბუტორტა ასოციაცია (15 000 პერსონალი); საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (70 000 პერსონალი); საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი (30 000 პერსონალი); საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია (3 000 პერსონალი); საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაცია (17 000 პერსინალი); საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია (50 000 პერსონალი); საავიაციო ასოციაცია „ავიაკომუნიკატორი“ (2 000 პერსონალი); მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია (1 000 პერსონალი); საქართველოს სალონების და ესთეტიკის ცენტრების ფედერაცია (500 პერსონალი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system