თავში

საქართველოს ეკონომიკა წელს 4.3%-ით, 2022 წელს კი - 5.8%-ით გაიზრდება - Fitch

საქართველოს ეკონომიკა წელს 4.3%-ით,
საქართველოს ეკონომიკა წელს 4.3%-ით, 2022 წელს კი - 5.8%-ით გაიზრდება -  Fitch

სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით, ხოლო 2022 წელს - 5.8%-ით გაიზრდება. Fitch-ი ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი იქნება. (4,0% - 2021 წელს და 3,7% - 2022 წელს).

როგორც სააგენტოს განახლებულ ანგარიშშია აღნიშნული, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად "BB" დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა.

წელს ეკონომიკის 4.3%-ია ზრდას ელოდება საქართველოს მთავრობაც.

2020 წელს ეკონომიკა მთავრობის მიერ პროგნოზირებულ, 5%-ზე, მეტად შემცირდა და 6.1%-ით იკლო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system