თავში

საქართველოს ეკონომიკის ცირკულარულობა ფასდება

საქართველოს ეკონომიკის ცირკულარულობა ფასდება
საქართველოს ეკონომიკის  ცირკულარულობა ფასდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შვედეთის მთავრობასთან მჭიდრო პარტნიორობით და მის მიერ დაფინანსებული პროექტის(„საქათველოს ეკონომიკის ცირკულარულობის შეფასება“) განმახორციელებელ საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ჯგუფთან თანამშრომლობით, აქტიურადაა ჩართული საქართველოს ეკონომიკის ცირკურალური შეფასების პროცესის წარმართვაში. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოაგილე სოლომონ პავლიაშვილი აცხადებს. მისი განმარტებით, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ეკონომიკის ცირკულარულობის შეფასებას, მოიცავს შემდეგ მნიშვნელოვან ასპექტებს:  საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის შეფასება; ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკის სათანადო რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლების და ცირკულარული მიზნების განისაზღვრა და დადგენა;ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის შესაძლებლობების გამოვლენა, დარგებისმიხედვით; ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივებისათვის პრიორიტეტული დარგებისადა დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტების განსაზღვრა; საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავება.

შეგახსენებთ, საქართველოს გარემოს დაცვისადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაამტკიცა საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭო (ბრძანება N2-294, 15.03.2021 წ.), რომელიც საქართველოს უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფს წარმოადგენს ამ მიზნების შესრულებისათვის.

"მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნას ექსპერტიზის ფართო სპექტრი და ამპროცესში საკვანძო უწყებების ადრეულ ეტაპზე ჩართულობა. საკოორდინაციო საბჭო პროცესში აქტიურად იქნება ჩართული, საქართველოსათვის განისაზღვროს რეალისტური ეროვნული მიზნები, რომლებიც შესაბამისობაში იქნებაქვეყნის განვითარების საერთო მიზნებთან, ასევე ქვეყნის დარგობრივი პოლიტიკის დოკუმენტებთან და სტრატეგიებთან. სბმკ „ორქისის“ სამუშაო გუნდმა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტისა და ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგება,შესაძლებლობების ფარგლებში უნდა გასაზღვროს საკვანძო სფეროები, სადაც მათუწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის დახმარება და ამ ჯგუფთან კოორდინაცია სჭირდებათ. გვაქვს პატივი მოგიწვიოთ პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კომპონენტის„საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში საქართველოსმთავრობის საკოორდინაციო საბჭოსა და სბმკ „ორქისის“ სამუშაო ჯგუფის ონლაინსასტარტო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 2021 წლის 23 აპრილს, 13.00 საათიდან14.30 საათამდე (დღის წესრიგი თან ერთვის, Zoom-ში მოწვევას მოგვიანებითგამოგიგზავნით). პროექტი “საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ინიცირებულიასაქართველოს მთავრობასთან ერთად ქვეყნაში ცირკულარული ეკონომიკისშეფასებისათვის, რათა ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკისათვისსათანადო რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლებისა და ცირკულარული მიზნების დადგენით, ცირკულარული ეკონომიკისათვის დარგობრივი შესაძლებლობებისგამოვლენით, ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივებისათვის პრიორიტეტულიდარგებისა და დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტების განსაზღვრით, ასევესაქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავების მეშვეობით ქვეყანაში დაჩქარდეს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა. ონლაინ სასტარტო შეხვედრა დაგეგმილია პროექტის სამუშაო ჯგუფსა და საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის დაწყების მიზნით. ამ შეხვედრის კონკრეტული ამოცანაა: საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების საკვანძო მიზნებისა და ამოცანების, ცირკულარული ეკონომიკის შეფასების კომპონენტის მიმდინარე მდგომარეობის, სბმკ „ორქისის“ სამუშაო ჯგუფის მიერ ცირკულარული ეკონომიკის შეფასებისათვის შემოთავაზებული მეთოდოლოგიური მიდგომის, საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოსა დასბმკ „ორქისის“ სამუშაო ჯგუფს როლების, ასევე შემდგომი ნაბიჯებისა და ძირითადი ამოცანების განხილვა. გვაქვს პატივი მოგიწვიოთ ამ შეხვედრაზე," - განმარტავს საქართველოს გარემოს დაცვისადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system