თავში

საქართველოს ექსპორტი ჩინეთში 209%-ით გაიზარდა

საქართველოს ექსპორტი ჩინეთში 209%-ით გაიზარდა
საქართველოს ექსპორტი ჩინეთში 209%-ით გაიზარდა

ჩინეთში ექსპორტი 209%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე 8 თვეში საქართველოდან $296.55 მლნ-ის პროდუქცია გავიდა, აქედან უდიდესი წილი 244.45 მლნ სპილენძის მადნები და კონცენტრანტებია. ჯამში 164 435 ტონა სპილენძია გატანილი. საექსპორტო კალათაში 24.1 მლნ დოლარით მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები. 12.5 მლნ-დან 8.6 მლნ დოლარამდე შემცირდა ღვინის ექსპორტი. საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალშია სამედიცინო ხელსაწყოები (5.5 მლნ) და დაუმუშავებელი ალუმინი – 2.6 მლნ დოლარი.

ცნობისთვის, საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი, უმსხვილესი იმპორტიორი თურქეთია.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 022.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 071.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14.7 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 4 951.4 მლნ. აშშ დოლარს (17.5 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარაგვისტოში, 2 880.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.0 პროცენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system