თავში

საქართველოს ელექტროსისტემაში გადართვის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს ელექტროსისტემაში გადართვის სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს ელექტროსისტემაში გადართვის სამუშაოები მიმდინარეობს

"ენგურჰესის“ სადერივაციო გვირაბში დაგეგმილი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც პერიოდულად 10-12 წელიწადში ერთხელ ტარდება საქართველოს უსაფრთხო და საიმედო ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გადართვის სამუშაოებს განახორციელებს,.

ამის შესახებ report.ge-ს“„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის ენერგომომარაგება განხორციელდება რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან.

„საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი „ენგურჰესი" 20 იანვარს, გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო, 3 თვით სრულად წყვეტს მუშაობას. ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის მიერ, შემუშავდა სპეციალური სქემა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ენერგოსისტემის განმხოლოებას აფხაზეთის ქსელის ელექტრომომარაგებისგან. საქართველოს ენერგოსისტემა უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აღნიშნული სქემის მიხედვით განაგრძობს მუშაობას. ხოლო აფხაზეთის ენერგომომარაგება განხორციელდება რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან“, - აცხადებენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში".

ცნობისთვის, ენგურჰესი ხვალიდან გაჩერდება. ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება და ექსპლუატაციაში გაშვება 2021 წლის 1-ელ მაისსაა დაგეგმილი.

ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მლნ ევროა, საიდანაც 7 მლნ ევრო ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ ევრო კი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი.

პროექტის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად სადერივაციო გვირაბის რემონტი სახელდება. სწორედ მისი მეშვეობით მიეწოდება აგრეგატებს წყალსაცავიდან წყალი. შესაბამისად, გვირაბის დასაცლელად და სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად ჰიდროელექტროსადგურის სრულად გაჩერებაა საჭირო. სადერივაციო გვირაბის რემონტი ავარიული მონაკვეთების შესაკეთებლად და გაჟონილი წყლის მოცულობის შესამცირებლად არის აუცილებელი. სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წელიწადში დამატებით 100-120 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი.

"ენგურჰესის“ გაჩერებით საქართველოს 300 მლნ/კვტ.სთ ელექტროენერგია დააკლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system