თავში

საქართველოს ენერგომოხმარების მესამედი იმპორტით ივსება

საქართველოს ენერგომოხმარების მესამედი იმპორტით ივსება
საქართველოს ენერგომოხმარების მესამედი იმპორტით ივსება

"ბოლო ათი წლის განმავლობაში ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდებოდა, მაგრამ ჰესების მშენებლობა ჩამორჩებოდა ამ პროცესს. მთელი რიგი პრობლემების და მათ შორის ჰესების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გამო. შესაბამისად, თუ 2010 წელს ელექტროენერგიის იმპორტი 200 მილიონ კილოვატსაათზე ოდნავ მეტი იყო, ახლა გვიხდება 1,6 მილიარდი კილოვატ/საათის, რვაჯერ მეტის შემოტანა. ამას ემატება 3 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგიის გამომუშავება გაზის თბოსადგურებზე, ისევ და ისევ უცხოური გაზის იმპორტზეა დამოკიდებული, გამოდის, რომ ჩვენი მოხმარების მესამედზე მეტი, უკვე დღეს იმპორტზეა დამოკიდებული“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

ნათია თურნავას განმარტებით, მხოლოდ 2020 პანდემიურ წელს ქვეყნიდან $200 მილიონზე მეტი გავიდა ელექტროენერგიისა და გაზის იმპორტის საფასურის სახით, რაც აკლდება საქართველოს ეკონომიკას, რადგან ეს თანხა წაადგებოდა თუნდაც ლარის კურსის გამყარებას, ან სხვა ეკონომიკურ საჭირებას. მისივე განმარტებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმდება, რომ საქართველო რეგიონში ერთად-ერთი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე სწრაფად აღადგენს ეკონომიკას და 5%-იანი ზრდა ექნება. 

„რას ნიშნავს ეს ენერგეტიკისთვის? ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს 10 წელიწადში, ჩვენი მოხმარება დღევანდელი 12,6 მილიარდი კილოვატ/საათიდან სულ მცირე 21-22 მილიარდ/კილოვატსაათამდე, პრაქტიკულად გაორმაგდგება. უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ეს დამატებითი 32 მილიარდი კილოვატ/საათი, რაც ჩვენ დაგვჭირდება იმისთვის რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შევინარჩუნოთ მაღალ დონეზე და მოსახლეობის ცხოვრების დონე ავამაღლოთ, საიდან უნდა მივიღოთ? იქნება თუ არა ეს ჩვენს ადგილობრივ ჰესებზე გამომუშავებული ელექტროენერგია, რაც იმას ნიშნავს, რომ რესურსი რჩება ადგილზე, ესაა დაახლოებით 1,5 მილიარდის ღირებულების ენერგია დარჩება ადგილზე, თუ ამ რესურსის შეძენა მოგვიწევს გარეთ“, - აღნიშნა თურნავამ 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. მინისტრები პარლამენტში „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ 10 135 მოქალაქის პეტიციის განხილვის ფარგლებში მივიდნენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system