თავში

საქართველოს ფოსტამ ახალი სერვისი გააქტიურა

საქართველოს ფოსტამ ახალი სერვისი გააქტიურა
საქართველოს ფოსტამ ახალი სერვისი გააქტიურა

„საქართველოს ფოსტამ“ ახალი საფოსტო/საკურიერო სერვისი „სახლიდან სახლში“ შექმნა.

ამ სერვისის დახმარებით მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერი ტიპის გზავნილის სახლიდან გაუსვლელად გაგზავნა მთელი საქართველოს მასშტაბით.

მომსახურების მიღება შესაძლებელია სატელეფონო კომუნიკაციით ნომერზე (+995 32 224 09 09) ან შევსებული განაცხადის ფორმა (ფორმა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე gpost.ge) განმცხადებელმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლთან/ფოტოსთან ერთად გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected]. „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომელი მიიღებს შეკვეთას, რომლის საფუძველზეც კურიერი განახორციელებს აღნიშნული შეკვეთის შესრულებას, კერძოდ, მიაკითხავს გზავნილს მისამართზე და უზრუნველყოფს გზავნილის შესაბამისი ადრესატისთვის გადაცემას.

სერვისით სარგებლობა შეუძლია სრულწლოვან ფიზიკურ პირს, ასევე, იურიდიულ პირს, მიუხედავად იმისა გაფორმებული აქვს თუ არა მას ხელშეკრულება „საქართველოს ფოსტსთან“. ამასთანავე, გზავნილის ადრესატი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური პირი, ისე იურიდიული პირი.

გზავნილის შიგთავსი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი საგანი, თუ მისი გაგზავნა/მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებსა და „საქართველოს ფოსტის“ მიერ დადგენილ წესებს.

გზავნილის მაქსიმალური წონა არ უნდა აღემატებოდეს 15 კგ - ს, ხოლო ზომა არ უნდა აჭარბებდეს 1მ./1მ./1მ. გზავნილის ღირებულება გამოითვლება მისი წონის მიხედვით. გზავნილის გაგზავნის ღირებულების გადახდა შესაძლებელია როგორც მისი გაგზავნისას - გამგზავნის მიერ, ასევე, ადრესატის მიერ - გზავნილის მისთვის ჩაბარებისას.

ცნობისთვის, „საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია  81 სერვის-ცენტრით  მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"საქართველოს ფოსტის" საოპერაციო მოგება 7 მლნ ლარია. მისი მოხმარება 2020 წელს 40%-ით გაიზარდა. ის 2020 წელს 2 524 201 საცალო მომხმარებელს და 3 000-მდე კორპორატიული კლიენტს მოემსახურა. 2019 წელთან შედარებით, საქართველოდან გაგზავნილი გზავნილების რაოდენობა სახმელეთო ამანათის ხარჯზე გაიზარდა და 2020 წელს სახმელეთო ამანათების იმპორტმა - 3 000 000 კგ, ხოლო ექსპორტმა 286 000 კგ შეადგინა. 2020 წელს მოემსახურა 2 524 201 საცალო მომხმარებელს და 3 000-მდე კორპორატიული კლიენტს.

მთავრობა საქართველოს ფოსტის რეფორმირებასა და პროვატიზაციაზე მსჯელობს. კომპანიის დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის, განცხადებით, „საქართველოს ფოსტის“ შესყიდვით, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ინვესტორები არიან დაინტერესებულები.

ცნობისთვის, საფოსტო და საკურიერო ბიზნესი საქართველოში 3.9 ათას კაცს ასაქმებს. მათ შორის 868 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია. საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 90,2 მლნ. ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system