თავში

"საქართველოს ფოსტის" ყიდვა უცხოელ ინვესტორებსაც სურთ

"საქართველოს ფოსტის" ყიდვა უცხოელ ინვესტორებსაც სურთ
საქართველოს ფოსტის ყიდვა უცხოელ ინვესტორებსაც სურთ

"საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის, განცხადებით,  „საქართველოს ფოსტის“ შესყიდვით, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ინვესტორები არიან დაინტერესებულები. 

მისი განმარტებით, განიხილება ფოსტის არა სრული, არამედ ნაწილობრივი პრივატიზება.

„იქნება ეტაპობრივი პრივატიზაცია. ეროვნული ოპერატორი საინტერესო გახდა კერძო ინვესტიციისთვის. ყველას სურვილია, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, - აღნიშნა მან.

ბიზნესისსამართლის სპეციალისტების აზრით, საუკეთესო მოდელია ფოსტის სექტორული დაყოფა და ამის საფუძველზე გასხვისება ისე, რომ რაღაც ნაწილი მთავრობის საკუთრებაში დარჩეს, ხოლო ინვესტორს მართვის ვალდებულებით გადაეცეს.

დღეს მთავრობამ საქართველოს ფოსტის რეფორმირებაზე იმსჯელა. 

საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი. 2020 წელს მოემსახურა 2 524 201 საცალო მომხმარებელს და 3 000-მდე კორპორატიული კლიენტს.

ცნობისთვის, საფოსტო და საკურიერო ბიზნესი საქართველოში 3.9 ათას კაცს ასაქმებს. მათ შორის 868 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია. საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 90,2 მლნ. ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system