თავში

"საქართველოს ფოსტის" საოპერაციო მოგება 7 მლნ ლარია

"საქართველოს ფოსტის" საოპერაციო მოგება 7 მლნ ლარია
საქართველოს ფოსტის საოპერაციო მოგება 7 მლნ ლარია

"საქართველოს ფოსტამ" 2020 წლის ანგარიში წარადგინა.  ანგარიშის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ “საქართველოს ფოსტა” 2020 წელს 2 524 201 საცალო მომხმარებელს და 3 000-მდე კორპორატიული კლიენტს მოემსახურა. 2019 წელთან შედარებით, საქართველოდან გაგზავნილი გზავნილების რაოდენობა სახმელეთო ამანათის ხარჯზე გაიზარდა და 2020 წელს სახმელეთო ამანათების იმპორტმა - 3 000 000 კგ, ხოლო ექსპორტმა 286 000 კგ შეადგინა, თუმცა არც პრეზენტაციისას და არც ფოსტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ იყოს საუბარი ფინანსურ მაჩვენებლებზე.

საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის, თქმით, "საქართველოს ფოსტა" უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას ასრულებს, რომლის ღირებულებაც აუდირებული დასკვნის მიხედვით, 5 მლნ ლარია, ანუ საქართველოს ფოსტა იგებდა ამ 5 მლნ-ს და აფინანსებდა უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას. ჩიკვაიძის განმარტებით, ეს ჯამურ ბალანსში 5 მლნ-ზე დაბალი შემოსავლის შემთხვევაში, შეიძლება, ჩნდებოდა როგორც ზარალი. მისივე  ინფრომაციით, 2019 წელს "საქართველოს ფოსტის" მოგება 1.8 მლნ ლარი იყო, ხოლო 2020 წლის მონაცემებით, საოპერაციო მოგება 7 მლნ ლარი გახლავთ. 

"საქართველოს ფოსტის" მოხმარება 2020 წელს 40%-ით გაიზარდა და "საქართველოს ფოსტამ" სახმელეთო გზებით, საჰაერო მიმართულებით შეზღუდვების პირობებში არსებული გარემოების დაძლევა შეძლო.
ცნობისთვის, "საქართველოს ფოსტა" სახელმწიფო კომპანიაა. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი. 2020 წელს მოემსახურა 2 524 201 საცალო მომხმარებელს და 3 000-მდე კორპორატიული კლიენტს.

დღეს მთავრობამ საქართველოს ფოსტის რეფორმირებასა და პროვატიზაციაზე იმსჯელა. კომპანიის დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის, განცხადებით, „საქართველოს ფოსტის“ შესყიდვით, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ინვესტორები არიან დაინტერესებულები. 

ცნობისთვის, საფოსტო და საკურიერო ბიზნესი საქართველოში 3.9 ათას კაცს ასაქმებს. მათ შორის 868 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია. საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 90,2 მლნ. ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system