თავში

"საქართველოს იაფ ფულზე წვდომა გარანტირებული აქვს"

"საქართველოს იაფ ფულზე წვდომა გარანტირებული აქვს"
საქართველოს იაფ ფულზე წვდომა გარანტირებული აქვს

სპეციალისტების განმარტებით, Trace International-ის ინდექსში საქართველოს წარმატება პრაქტიკულად აისახება ისეთ პარამატრებზე, როგორებიცაა ინვესტიების მოზიდვა, კაპიტალდაბანდება და იაფ ფინანსურ რესურსებთან ხელმისაწვდომობა.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა განმარტავს, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის. დუნდუას თქმით, ეს საჭიროა იმის განსასაზღვრად, თუ განვითარების რა გზას ადგას ქვეყანა.

„ყველაფერი ეს ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მარტივ მაგალითს მოვიყვან: საქართველოს რომ ჰქონდეს წვდომა უაფ რესურსებთან, აუცილებელია მისი საკრედიტ რეიტინგი იყოს მაღალი. ახლა ჩვენ გვაქვს BB და საუკეთესო ოცეულში ვართ საშუალო შემოსავლიანი ქვეყნებისა, ამ პარამეტრების მიხედვით. ეს ნიშნავს იმას იმას, რომ გვაკლია ერთი ნაბიჯი უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის მოსაპოვებლად და 2 ნაბიჯი საინვესტიციო რეიტინგის მოსაპოვებლად. ეს ნიშნავს იაფ რესურსებსა და უფრო მეტი ვალლუტისა და კაპიტალის შემოსვლას საქართველოში“, - აღნიშნავს მიხეილ დუნდუა და დასძენს, რომ ერთ ერთი მთავარი მიმართულება საკრედიტო რეიტინგის შეფასებისას არის წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მსოფლიო ბანკის რეიტინგი.

„რომ არა მათი დადებითი შეფასებები, ჩვენ ვერ გვქნებოდა ის საკრედიტო რეიტინგი, ვერ გაიაფდებოდა ფინანსური რესურსი და ვერ გვექნებოდა ფულის მოზიდვის კარგი პერსპეტივა“, - განაცხადა დუნდუამ.

შეგახსენებთ, Trace International - ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 19-ე ადგილზეა. ინდექსის მიხედვით, საქართველო აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა.

მსოფლიოში აღიარებულმა ბიზნეს ასოციაცია TRACE-მ, რომელიც სწავლობს და აფასებს კორუფციის ხარისხს, ზედამხედველობას, კარგ მმართველობას და მესამე მხარის მონაწილეობას რისკის მართვაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს პირველი ადგილი მიაკუთვნა „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლების” ინდექსით. რეიტინგი ქვეყანას 4 კომპონენტის მიხედვით აფასებს, რომელიც თავის მხრივ 9 ქვეკომპონენტს მოიცავს, რომელთაგან ერთერთის მიხედვით - “მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლება“ - საქართველო, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system