თავში

საქართველოს იმპორტი 1 952.6 მლნ. დოლარი დაუჯდა - რა ვიყიდეთ

საქართველოს იმპორტი 1 952.6 მლნ. დოლარი დაუჯდა - რა ვიყიდეთ
საქართველოს იმპორტი 1 952.6 მლნ. დოლარი დაუჯდა - რა ვიყიდეთ

2021 წლის იანვარ-მარტში საქართველომ იმპორტში 1 952.6 მლნ. დოლარი გადაიხადა. წლევანდელი სამთვიანი იმპორტი წლიურ ჭრილში შემცირებულია 2.4 პროცენტით. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის დღეს განახლებული მონაცემებიდან, რომლის მიხედვით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 168.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 145.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 141.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3 პროცენტი).

საიმპორტო პროდუქტების უმსხვილესი ათეული:

1. მსუბუქი ავტომობილები - 168.5 მლნ. დოლარი. კლება 12.9%.

2. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 144.8 მლნ. დოლარი. მატება 31.2%.

3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 141. 9 მლნ. დოლარი. კლება 5.6%.

4. ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 129. 6 მლნ დოლარი. ზრდა 11.2%.

5. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 70. 7 მლნ დოლარი. კლება 3.2%.

6. მანქანები და მექანიზმები გადაადგილების, ამოთხრის ან გაბურღვისათვის - 41. 3 მლნ. დოლარი. ზრდა 1 556%.

7. სატელეფონო აპარატები - 39. 5 მლნ. დოლარი. კლება 11.6%.

8. სატვირთო ავტომობილები - 39 5 მლნ. დოლარი. კლება 86.9%.

9. ელექტროენერგია - 31. 7 მლნ. დოლარი. ზრდა 9.3%.

10. ხორბალი და მესლინი - 21. 2 მლნ. დოლარი. ზრდა 11.9%.

სხვა საქონლის იმპორტი 1 122 647.8 დოლარი.  კლება 9.5%.

თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system