თავში

საქართველოს ხელისუფლება ბიზნესისადმი გახსნილია - OMV Petrom-ის დირექტორი

საქართველოს ხელისუფლება ბიზნესისადმი გახსნილია
საქართველოს ხელისუფლება  ბიზნესისადმი გახსნილია - OMV Petrom-ის დირექტორი

"საქართველოს ხელისუფლება ბიზნესისადმი გახსნილია და შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს, რაც დღეს თვალნათლივ დავინახეთ," - ამის შესახებ ნავთობკომპანია OMV Petrom SA-ის დირექტორმა, კრისტინა ვეჩერემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

OMV Petrom SA-ის დირექტორის თქმით,  კორპორაცია მოუთმენლად ელის შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში ნავთობის მოპოვების პროცესის დაწყებას.

„ჩვენ, OMV Petrom კორპორაციაში, მიგვაჩნია, რომ შავ ზღვას დიდი პოტენციალი გააჩნია ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ ნამდვილად მოუთმენლად ველით შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში ნავთობის მოპოვების პროცესის დაწყებას, რაც ჩვენი კორპორაციის საქმიანობის რეგიონული გაფართოების ბუნებრივ გაგრძელებად მიგვაჩნია. ჩვენს კორპორაციას 40 წელზე მეტი ხნის საოპერაციო გამოცდილება აქვს ირანის საზღვაო აკვატორიაში და ამას კონკურენტულ უპირატესობად მივიჩნევთ, იმ შესაძლებლობების გამოვლენაში, რაც აქ, საქართველოში არსებობს. მადლობა, მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ძალიან თბილი მიღებისთვის. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესისადმი გახსნილია და შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს, რაც დღეს თვალნათლივ დავინახეთ. ამდენად, გვახარებს თანამშრომლობის დაწყება“, - განაცხადა კრისტინა ვეჩერემ.

შეგახსენებთ, საქართველომ OMV Petrom-ს ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვებაზე კონტრაქტი გაუფორმა. ხელმოწერამდე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კომპანია OMV Petrom S.A - ის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. ამით საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს. ხელშეკრულება 25 წლიანია, 5 წლის გაგრძელების უფლებით. 

OMV Petrom“-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანიაა, ხოლო მისი დამფუძნებული კომპანია ავსტრიული OMV Group - ი ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შედის. OMV Petrom S.A-სთან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად. საქართველოში კომპანია განახორციელებს ორ და სამ განზომილებიანი სეისმოსაძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტის ღირებულება - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV - ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია. შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან საძიებო ოპერაციები ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში. ძებნა-ძიების შედეგად აღმოჩენილია ნახშირწყალბადების დიდი საბადოები რუმინეთსა და უკრაინაში, ახლოსაა კომერციულ აღმოჩენასთან ბულგარეთი, სადაც OMV PETROM ი კომპანია ოპერირებს. 2005 – 2019 წლებში გადასახადის სახით აღნიშნულ კომპანიას რუმინეთში გადახდილი აქვს 30.4 მლრდ ევრო.

შავი ზღვის საქართველოს ნაწილში ძებნა-ძიების წარმატებით დასრულებისთვის ყველა ინდიკაციაა, როგორც გეოლოგიური, ასევე ტექნიკური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system