თავში

საქართველოს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - რას წერს Atlantico

საქართველოს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - რას წერს Atlantico
საქართველოს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - რას წერს Atlantico

ეპიდემიის ჟამს საქართველომ მოკლე დროში მოახერხა მობილიზაცია ჯანდაცვის კუთხით - წერს Atlantico საქართველოზე, როგორც წარმატებულ ქვეყანაზე წერს სტატიაში „ევროკავშირის გონივრული სამეზობლო პოლიტიკა”.

სტატიის ავტორი ბრუნო ალომარი აღნიშნავს, რომ ევროპის ერებს ენთუზიაზმის ნაკლებობა ემჩნევათ, დიდმა ბრიტანეტმა დატოვა ევროკავშირი, თუმცა არიან ქვეყნები, მაგალითად საქართველო, რომლებსაც ევროპის გაერთიანება ისევ იზიდავთ.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლება უმაღლეს დონეზე გამოთქვამს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს.

„საქართველოს აშკარა და ცხადია, რომ შავ ზღვას გეო-სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ზედ ევროკავშირის პარაპეტთან. მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ 2016 წლის აგვისტოში სწორედ ამან მისცა დასაბამი ე.წ. „სამი ზღვის ინიციატივას“ (იგულისხმება ადრიატიკის, ბალტიისა და შავი ზღვები), რათა 12 წევრი სახელმწიფოს ვაშინგტონის მოწონების ფონზე შეეზღუდა რუსეთის გავლენა რეგიონში და ეთანამშრომლა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. მაშინ, როდესაც ევროკავშირი - დროებით, მაგრამ მაინც - შეეშვა მოლაპარაკებების წარმოებას ჩინეთსა და შეერთებულ შტატებთან ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, უნდა შევახსენოთ ბრიუსელს, რომ მას საქართველოსთან გააჩნია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რაც მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს ორივე ხელმომწერს. ევროკავშირისთვის ნიშანდობლივია, რომ ეპიდემიის ჟამს საქართველომ უნახავ დროში მოახერხა მობილიზაცია ჯანდაცვის კუთხით” - წერს ავტორი და დასძენს, რომ საქართველომ შეიძლება მისი მიღწევებით იამაყოს, რადგან ბოლო წლებში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.

ბრუნო ალომარის აზრით, ამაზე მეტყველებს მსოფლიო ბანკის შეფასებები და ცხადყოფს, რომ საქართველოში კარდინალურად არის შემცირებული სიღარიბის მაჩვენებელი.

თუ 2006 წელს ის 32.5 პროცენტი იყო, 2017 წელს მან 16.3 პროცენტამდე იკლო. უფრო ნიშანდობლივია მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში“ საქართველოს მე-7 პოზიცია გლობალური მასშტაბით. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის შიგნით მხოლოდ დანიას (მე-4 პოზიცია) აქვს საქართველოზე უკეთესი ბიზნეს გარემო (ინფორმაციისთვის, გერმანია 22-ე ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში)” - ნათქვამია სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ღირს დავაკვირვება ისეთი ქვეყნის მიღწევებზე, როგორიც საქართველოა. ბრუნო ალომარის თქმით, ეს მიღწევები თვალსაჩინოა როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system