თავში

საქართველოს კონკურენციის ევროპული ოჯახის ღირსეული წევრობა სურს

საქართველოს კონკურენციის ევროპული ოჯახის ღირსეული წევრობა სურს
საქართველოს კონკურენციის ევროპული ოჯახის ღირსეული წევრობა სურს

საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების დამკვიდრება, ხელშეწყობა, გაძლიერება, რის საფუძველზეც ქვეყანა კონკურენციის საერთაშორისო ოჯახის ღირსეული წევრი უნდა გახდეს.

სწორედ ამ მიზნების მისაღწევად, ევროკავშირი აფინანსებს 3 წლიან პროექტს - “საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“.

პროექტის მიზანია DCFTA-ის დებულებების შესაბამისად, ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერება, არსებული კანონმდებლობის დახვეწა, სააგენტოს საქმიანობის პროდუქტიულობის ზრდა, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, კონკურენციის პოლიტიკისა და კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლება. 

"კონკურენციის პოლიტიკის ხელშეწყობა არის ეკონომიკის გაძლიერების, მომხმარებელთა კეთილდღეობის, მათი უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი და შესაძლებლობა. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ყველა ის აქტივობა - არის წინაპირობა, რომ დღეს საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გადადგას დროული, ქმედითი, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები და ყველა ის ნაკისრი ვალდებულება, რომელიც კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებას უკავშირდება სრულფასოვნად შეასრულოს. საქართველოში კონკურენციის ხელშეწყობისათვის გაწეული სამუშაოსათვის, განსაკუთრებული მადლობა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მონაწილე ყველა წევრს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტს - მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის", - აცხადებს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.

შეგახსენებთ, 9 მაისს ევროპის დღე აღინიშნა.

კორონავირუსის გამო 27 წევრი სახელმწიფოსგან და თითქმის 446 მილიონი ადამიანისგან შემდგარმა ევროკავშირმა სამოცდამეათე წლისთავსი ნაკლებად პომპეზურად აღნიშნა.

2020 წლის ევროპის დღის მთავარი მოწოდება გახლდათ „ერთად უფრო ძლიერები ვართ“, რაც ხაზს უსვამს COVID-19-ის პირობებში ერთიანობის აუცილებლობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system